ფატალური ბედისწერა - ანუ რას ნიშნავს თუკი ადამიანი მზის ან მთვარის დაბნელებისას იბადება
ფატალური ბედისწერა - ანუ რას ნიშნავს თუკი ადამიანი მზის ან მთვარის დაბნელებისას იბადება
თქმა არ უნდა, ნებისმიერი სახის დაბნელება – მზის იქნება თუ მთვარის, მნიშვნელოვან კოსმიურ ცვლილებებს იწვევს, როგორც მიმდინარე მოვლენებზე, ისე ადამიანებზე. აქედან გამომდინარე, ასტროლოგები ნებისმიერს ურჩევენ, რომ დაბნელებისას მაქსიმალურად შეიკავონ თავი ყოველგვარი სახის ქირურგიული ჩარევისგან, მათ შორის ყველაზე უმთავრესი კი საკეისრო კვეთაა. თუმცა, რა უნდა ვქნათ მაშინ, როცა ადამიანს ფიზიოლოგიური გზით უწევს დაბადება უშუალოდ დაბნელების დღეს? რაღა თქმა უნდა, ამ პროცესს ვერავინ გააკონტროლებს, თუმცა აუცილებელია ვიცოდეთ ის ძირითადი მახასიათებლები, რაც დაბნელებაზე დაბადებული ინდივიდის ცხოვრებისეულ ციკლს ახლავს თან, იმიტომ რომ, ასეთ ადამიანებს გარშემო მყოფებისგან განსხვავებული ხასიათი და ცხოვრება გააჩნიათ.

ადამიანი, რომელიც მზის ან მთვარის დაბნელების დღეს იბადება, როგორც წესი, გამორჩეული თვისებების მატარებელია. ასეთი პიროვნება საკუთარი თავის უზომო რწმენითა და თვითკონტროლის უნარითაა დაჯილდოებული. იგი იშვიათად იცვლის აზრს, მაგრამ არასოდეს იცვლის შეხედულებას, ზეწოლის შედეგად. თავად ის ფაქტი, რომ პიროვნება უშუალოდ დაბნელებისას მოევლინა ქვეყანას, უკვე ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს ცხოვრებაში კონკრეტული მოვლენები ელოდება, რომელთაგან შესაძლოა ბევრი ფატალური ხასიათის იყოს, მაგრამ ეს მაინც გარდაუვალია მისთვის. თუმცა, მათ სირთულეებთან ერთად, სახელი და დიდებაც ელოდება.

ასე მაგალითად, მზის დაბნელებისას დაბადებულებს შორის ძალზე ხშირად ვხვდებით საკუთარი სფეროს პირველაღმომჩენებს, ცნობილ რეფორმატორებსა და მეცენატებს. ხოლო მთვარის დაბნელებისას გამორჩეული მუსიკალური ან სახელოვნებო ნიჭით დაჯილდოებული პიროვნებები იბადებიან.

წელიწადი, როცა ადამიანის მორიგ დაბადების დღეს წლიური დაბნელებაც ემთხვევა, ამ პიროვნების ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს. განსაკუთრებული სიმწვავით ეს ცვლილებები ვლინდება ისეთი პიროვნებების ცხოვრებაში, რომელთაც მაღალი პოსტები უკავიათ ან რაიმე კუთხით უწევთ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა. საქმე იმაშია, რომ თავად დაბნელება, როგორც მოვლენა, არ არის მხოლოდ და მხოლოდ ასტროლოგიური მოვლენა, იგი სამი მნიშვნელოვანი ციკლისგან შედგება, რომელიც თავის მხრივ განასახიერებს საწყისს, შუალედურ ეტაპს და დასასრულს. ნებისმიერი დაბნელება, კი თავის თავში მოიცავს გარკვეულ მუხტს, რომელიც ძირითადად მოქმედებს სოციუმზე და აქტუალურად ეხება პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური სფეროს ცვლილებებს. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც დაბნელებისას დაიბადნენ, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ამგვარ პროცესებში. ამიტომაც არის მათთვის ესოდენ მნიშვნელოვანი, ის წელი, რომელშიც მათ იუბილეს წლიური დაბნელება ემთხვევა. თუმცა, ცვლილებები, რომელიც ამ წელს დაბნელებაზე დაბადებულ ადამიანს ელის, მხოლოდ ნეგატიური სახის როდია. ხშირად სწორედ ამ პერიოდში ხდება საცხოვრებელი ადგილის უკეთესით ცვლა, მემკვიდრის დაბადება, დაწინაურება და ა.შ. მათ ცხოვრებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
სხვა სიახლეები
ასევე დაგაინტერესებთ