კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 13-19 თებერვალი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 13-19 თებერვალი

რომ თებერვლის ერთ-ერთი ურთულესი კვირა გადავაგორეთ წინა კვირის სახით თავის დაბნელებითურთ. დამდეგი კვირა კი, რაღა თქმა უნდა, წინა კვირასთან შედარებით მსუბუქი იქნება.

თუმცა ამ პერიოდშიც ველოდებით რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენას და ზოგადად ნუ დაგვავიწყდება, რომ 2017 წლის თებერვალი ე.წ. "დაბნელებების კორიდორის" თვეა. შესაბამისად, სანამ მომდევნო დაბნელება მოახლოვდება (ამჯერად მზის, 26 თებერვალს), სასურველია სიფრთხილე და დიპლომატიურობა შევინარჩუნოთ მაქსიმალური დოზით.

კვირა მზისა და სატურნის დადებითი ასპექტით იწყება. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში პრინციპულობა, სიჯიუტე, დასახული მიზნებისკენ თავდაჯერებულად სვლის მოთხოვნილება და მოთმინების უნარი მატულობს. უმჯობესდება კომუნიკაცია ზემდგომებთან და ჩინით/ასაკით უფროს ადამიანებთან. ეს ის პერიოდია, როცა თამამად შეგიძლიათ ასაკოვანი ნათესავებისგანაც მიიღოთ სასარგებლო რჩევა-დარიგებები.

16 თებერვალს მარსისა და მერკურის ასპექტი ფიქსირდება ცაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი მხრივ მოიმატებს აქტიური ქმედებების მოთხოვნილება, სიმამაცე და დინამიკურობა, მეორე მხრივ კი ეს ასპექტი კონფლიქტების (ძირითადად სიტყვიერი) წამოქმნასაც ანალოგიურად შეუწყობს ხელს.

შესაძლებელია ასევე გარკვეული ხიფათები გზებზე. ამიტომ კვირის შუა პერიოდში მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ ყველას, ვინც საჭესთან ზიხართ.

18 თებერვალს მზე მერწყულის ზოდიაქოდან თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ იწყება ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაში პერიოდი, რომელიც წინ უძღვის გაზაფხულის მოსვლას და საბოლოო გამოღვიძება/განახლებას . თევზების პერიოდში ადამიანები საკუთარ თავს, ჩადენილ საქციელს უღრმავდებიან. აქტიურდება სულიერების თემა. კარგია ამ პერიოდიდან მოყოლებული დაკავდეთ იოგით, ფსიქოლოგიით ან ეზოთერიკით.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?