თანამედროვე ასტროლოგიური რომეო და ჯულიეტა - ზოდიაქოს სამი იშვიათი წყვილი, რომელთა სიყვარულზეც ლეგენდები დადის

თანამედროვე ასტროლოგიური რომეო და ჯულიეტა - ზოდიაქოს სამი იშვიათი წყვილი, რომელთა სიყვარულზეც ლეგენდები დადის

ფიქრობს იმაზე, რომ ოცდამეერთე საუკუნეში, სადაც ადამიანური ურთიერთობები სოციალურ ქსელებში, ვირტუალურმა კავშირებმა ჩაანაცვლა ნამდვილი სიყვარულის პოვნა არათუ ძნელი, შეუძლებელიც კია. სამწუხაროდ, ინტერნეტ-კომუნიკაციის სიჭარბემ მართლაც მოიტანა ბევრი ცუდი (დადებითთან ერთად), ამიტომ იმის ფონზე, რომ ადამიანებს შორის კომუნიკაციის დონე გამარტივდა და ინფორმაციის გაცემა-მიღება მარტივი გახდა, გაცილებით გართულდა რეალურად ფასეული კავშირის დამყარების უნარი. თუმცა გამონაკლისი ყოველთვის არსებობს, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ამიტომ ოცდამეერთე საუკუნეშიც სავსებით შესაძლებელია შედგეს წყვილი, რომლის სიყვარულიც დროსა და სივრცეში ნებისმიერ წინააღმდეგობას გადალახავს.

კირჩხიბი - მშვილდოსანი

ასტროლოგები ამ წყვილს "ვექტორულ წყვილს" უწოდებენ. კირჩხიბი, რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ, დაუმორჩილებელი და თავისუფლებისმოყვარე მშვილდოსნის ბატონია, მოსწონს ეს მას თუ არა. თუმცა საქმე იმაშია, რომ ზუსტად კირჩხიბის მოთმინება და ლოდინის გასაოცარი უნარი აიძულებს მშვილდოსანს უმისამართო ჭენებას ერთხელ და სამუდამოდ დაანებოს თავი. მათი ურთიერთობა არ არის მარტივი, ვერც დრამატულ ეჭვიანობის სცენებს აიცილებს ეს წყვილი თავიდან, რაც სავსებით მოსალოდნელი თუ გავითვალისწინებთ კირჩხიბის მესაკუთრე ბუნებას და მშვილდოსნისთვის დამახასიათებელ თავისუფლების სიყვარულს. თუმცა, საბოლოო ჯამში, კირჩხიბი ყოველთვის ახერხებს აუხსნელი ძალებით საცეცები სამუდამოდ და მაგრად ჩაავლოს ერთი შეხედვით მოუთვინიერებელ მშვილდოსანს.

ქალწული - თხის რქა

მათ შორის დაწყებული რომანი, არასოდეს ვითარდება სწრაფად და დაუგეგმავად. უფრო პირიქით, ისინი ხშირად წლების მანძილზე ეცნობიან ერთმანეთს და გადაწყვეტილებას საკმაოდ დიდი ფიქრის შემდეგ იღებენ დაუკავშირონ თუ არა ბედი ურთიერთს. ქალწული და თხის რქა გასაოცარი თავშეკავებულობით, წინდახედულებითა და კრიტიკული ანალიზით გამორჩეული ნიშნებია. ამიტომ ისინი არასოდეს დაფრინავენ ღრუბლებში მაშინაც კი, როცა გული სიყავრულით აქვთ სავსე. სიყვარულიც მათ ხასიათში გარკვეულ წესებს და ჩარჩოებს ემორჩილება. სამაგიეროდ, ამ წყვილს გააჩნია საოცარი ერთგულების, ურთიერთგატანის და ურთიერთთანადგომის ძალა. მათი კავშირი უძლებს ყველაფერს - ეკონომიურ გაჭირვებას, ფიზიკურ განშორებას, ავადმყოფობასა და ათასგვარ იმედგაცრუებას, რომელსაც ცხოვრება გვიმზადებს. ამასთან ერთად, ქალწულიც და თხის რქაც უზომო თვითკონტროლისა და თავშეკავების ნიჭითაა დაჯილდოებული. აქედან გამომდინარე, ამ წყვილში ფიზიკური ღალატის კოეფიციენტიც მინიმუმამდეა დაყვანილი.

მორიელი - ვერძი

საკვანძო ფრაზა ამ ორს შორის ეს ალბათ ექსტრიმის სიყვარულია. მხურვალე ემოციები ეს ის "სწვავია", რომლითაც ვერძი - მორიელის წყვილი ერთმანეთს ცხოვრების ბოლომდე უზრუნველყოფს. მათ შორის იშვიათად ქრება და სუსტდება სექსუალური ლტოლვა, რის ხარჯზეც ასეთი ოჯახები ძალზე მყარია. თუმცა დრამატიზმი და ცეცხლი მათ ურთიერთობას არასოდეს მოაკლდება. მორიელი და ვერძი ორი საპირისპირო პოლუსია, რომელსაც გააჩნია უხილავი მიზიდულობის წერტილი, ისინი თითქოს გამუდმებით ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს - მორიელი წინდახედული, ეჭვიანი და ფრთხილია, ვერძი კი ოპტიმიზმით სავსე, იმპულსური და გახსნილი, თუმცა ერთსაც და მეორესაც შეუძლია უსაზღვრო ერთგულება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?