რა ფარული ნაკლი აქვთ ქმრებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რა ფარული ნაკლი აქვთ ქმრებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული მამაკაცი კონკრეტული თვისებებით გამოირჩევა. დიახ, მათ აქვთ ბევრი ღირსება, მაგრამ ნაკლიც გააჩნიათ. ამიტომ ზუსტად უნდა იცოდეთ ვის უკავშირებთ ცხოვებას და რა სახის სირთულეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ, თუკი ცოლად ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს მიჰყვებით:

ნებისმიერი ქალის მიერ ქმრად ვერძის არჩევა ხშირად მთავრდება წარმატებით. საქმე იმაშია, რომ მიუხედავად მისი მიდრეკილებისა ხშირად გაერთოს, ქალბატონები ბევრს პატიობენ ამ ნიშნის მამაკაცებს, თუნდაც მათზე დაქორწინებულნი იყვნენ. ქორწინებაში ის ფიცხი და პირდაპირია. ამასთან მზადაა, ბოლომდე თავგანწირვისთვის! სწორედ ეს იშვიათი თვისება აიძულებს ცოლს ბევრი რამ მიუტევოს ქმარ ვერძს.

ქმარი კურო გამოირჩევა სიჯიუტითა და დიდი მოთმინებით. ის ღრმადაა დარწმუნებული ქორწინების მარადიულობაში. ქმარი კურო დაუჯერებელი მესაკუთრეა, რაც ზედმეტ პრობლემებს ქმნის ოჯახში. მაგრამ კუროს აბსოლუტურად საიმედო და ერთგული ქმრის რეპუტაცია ყოველთვის არ შეესაბამება სინამდვილეს. მართალია, ის ყოველთვის საიმედოა, მაგრამ ის შეიძლება არაერთი ქალისა და ოჯახის ერთგული იყოს. საკვირველია, მაგრამ მამაკაცი კურო მიდრეკილია ჰყავდეს ორი ცოლი და ორი ოჯახი!

ქმარი ტყუპი უპირველეს ყოვლისა საზოგადოებრივი ცხოვრების მოყვარულია. ის ასეა მოწყობილი - გაუზიაროს ხალხს შეხედულებები და შთაბეჭდილებები, გადასცეს მათ ორიგინალური იდეები, - ეს მისი მოთხოვნილებაა. ის ადვილად ამყარებს შემოქმედებით და მეგობრულ კავშირებს, რაც ადრე თუ გვიან სასიყვარულო ურთიერთობებში გადაიზრდება. ქმარი ტყუპის შესანარჩუნებლად საჭიროა მისი მენტალური ენერგიის მიმართვა ჰობის, გატაცებების, საინტერესო პროექტების, სპორტისაკენ. ამ შემთხვევაში ქმარი ტყუპი სიამოვნებით გამოიყენებს თავისი დროის ნაწილს ოჯახური ბუდის ან სულაც სახლის მოსაწყობად.

ქმარი კირჩხიბი ქორწინებაში ერთგულებისა და თავგანწირვის ეტალონად ითვლება. მისი ცხოვრების მთავარი ფასეულობა - ოჯახური კერაა. ქმარ კირჩხიბს ძლიერ განვითარებული აქვს ხასიათის ისეთი ნიშნები როგორიცაა: მიხვედრილობა, სენტიმენტალურობა, ოჯახის წინაშე საკუთარი მოვალეობის გრძნობა. მაგრამ, წლებთან ერთად ქმარი კირჩხიბი პარტნიორისადმი ცივი ხდება, ხოლო მის ცვალებად განწყობას ის მიჰყავს თავშეუკავებლობის, ეჭვისა და იმედგაცრუებისაკენ.

ქმარ ლომს ესაჭიროება ფლირტი და მუდმივად ელოდება ქალის მხრიდან ყურადღებას. ცოლის ყოლა მას ვერ შეაჩერებს. თუნდაც ნამდვილ სიყვარულს შეხვდეს, ქმარ ლომს შეუძლია ხანდახან "გვერდით გაისეირნოს". ქმარი ლომი დიდსულოვანია და გამოირჩევა ოჯახისადმი დიდი ერთგულებით.

ქმარი ქალწული ცხოვრობს წესებით, რომლებსაც თვითონ ქმნის. ამიტომაც იგი ანგარიშიანი, სამართლიანი და ერთგულია თავისი ცოლისა და ოჯახის მიმართ. ოღონდ მის გვერდით ძნელია იგრძნო აღმაფრენა და იცხოვრო ღია ემოციებით. ქმარი ქალწული არ ცხოვრობს ვნებებით და ამიტომაც ის ყველაზე მეტად შეეფერება ასეთივე ტიპის ქალებს, რომელთათვისაც ოჯახური ცხოვრება უპირველეს ყოვლისა მოვალეობა, საიმედოობა და ზუსტი დაგეგმვაა.

მიუხედავად თავისი მოქნილობისა და ინტელექტუალურ გართობათა მუდმივი ძიებისა, ქმარი სასწორი ოჯახში ხშირად ავლენს ერთგულებას. ამის მიზეზი კი სიზარმაცისა და კომფორტისკენ მიდრეკილებაა, რისგანაც მისი განთავისუფლება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომაც ქმარი სასწორი - ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორია ოჯახური ცხოვრებისათვის.

ქმარი მორიელი ერთ-ერთ ყველაზე ვნებიან პარტნიორად ითვლება. მაგრამ სექსუალური ემოციების ვულკანი წლებთან ერთად ნელ-ნელა ქრება. ხდება ისეც, რომ ხანგრძლივი ქორწინების დროს ქმარი მორიელი მეორე უკიდურესობაში ვარდება - სრული თავშეკავებულობა! ქორწინებაში ღალატი მის შეგნებაში სრულიად დაუშვებელია - ეს საშინელი ცოდვაა.

ქმარი მშვილდოსანი ეძებს თავგადასავლებს ღრმა ვნებამდე და მას შემდეგაც. ის ითვლება ერთ-ერთ ვნებიან საყვარლად, მაგრამ დაოჯახების შემდეგ ქმარი მშვილდოსანი შეგნებულად აღარ ეძებს სასიყვარულო ინტრიგებს, თუმცა ადვილად შეუძლია გაერთოს ფლირტით.

ქმარი თხის რქა - სანიმუშო მეოჯახეა. ქორწინებაში თხის რქა თავის საუკეთესო თვისებებს ავლენს. მისთვის ოჯახთან ასოცირდება სწორად ცხოვრება, რომლისკენაც ის მიისწრაფვის. მიუხედავად ამისა, მასთან ცხოვრება რთულია, რადგანაც ქმარ თხის რქას ყველაფერი ინტიმური ცხოვრების ჩათვლით მკაცრად გაწერილი აქვს, ერთხელ დაკანონებული და ის პრაქტიკულად არ იცვლება.

ქმარი მერწყული ერთგულად ითვლება. სხვა საქმეა მისი საქორწინო ურთიერთობაში ჩათრევა - ეს არც ისე ადვილია. ყველაზე ხშირად ისინი ცნობისმოყვარეობის გამო ძალიან ახალგაზრდები ქორწინდებიან და თუ ოჯახში წინააღმდეგობები არაა, ქმარი მერწყული გაყრისაკენ არ ისწრაფვის. ქორწინებაში ღალატი პრაქტიკულად გამორიცხულია.

ქმარი თევზები მხოლოდ სრული ტემპერამენტული შეუთავსებლობის შემთხვევაში მიდის ღალატზე. ის ყოველთვის არ არის ასი პროცენტით ერთგული, მაგრამ "ისე რა" ღალატიც არ შეუძლიათ. მეორე მხრივ ის არ ქმნის ტრაგედიას ღალატისაგან, თავისი ღალატისაგან... გაყრა ამ მამაკაცთან ძალიან იშვიათად ხდება.

30 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ურთიერთობა მყარია

"შხაპის ქვეშ ვიდექი და ღმერთს ვუყვიროდი, რომ ქორწინება აუტანელი გახდა..." - ისტორია, რომელიც ყველა დაქორწინებულმა წყვილმა უნდა წაიკითხოს

როგორ ეწყობა მერწყული ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის მისი საუკეთესო პარტნიორი და ვისთან ელის მას სირთულეები