ზოდიაქოს ნიშანი და რემონტი - მშვილდოსანი
 ზოდიაქოს ნიშანი და რემონტი -  მშვილდოსანი
ადამიანების უმეტესობას სურვილი აქვს, საკუთარი საცხოვრებელი მაქსიმალურად კომფორტულად მოაწყოს. ხშირად ამისთვის საჭირო ხდება მომაბეზრებელი და საკმაოდ დამღლელი პროცედურის ჩატარება, რომელსაც სახელად რემონტი ჰქვია. ზოდიაქოს ნიშნებს კი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ რემონტის პროცესთან.


მშვილდოსანი და რემონტი

მშვილდოსანი რემონტს შიშის კანკალით აკეთებს. მისთვის მნიშვნელოვანია მეგობრების აზრი. ამიტომ ნაცვლად დიზაინერის აყვანისა, იგი ქირაობს ვინმე ძია ნოდარს, რომელმაც მის უახლოესი მეგობრებს გაუკეთა რემონტი (მეგობრების აზრი ხომ ნებისმიერი მშვილდოსნისთვის წმინდათაწმინდაა!). ეს ზემოხსენებული ძია ნოდარი კარგად იცნობს ინტელიგენტების ბუნებას და მაქსიმალურად ეცდება გაუწელოს რემონტის პროცესი მშვილდოსანს. ასე რომ, რამდენიმე წლის შემდეგ მშვილდოსანი იძულებული ხდება თავაზიანად დაემშვიდობოს ძია ნოდარს და სამუშაოს აბარებს ასევე მეგობრებისგან რეკომენდირებული ძია ბონდოს. რომელსაც სთხოვს, რომ იმუშაოს პერფორატორის გარეშე, თორემ მეზობლებთან ხმაურის გამო სირცხვილით მომავალში თავი არ გამოეყოფა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშანი
ქართულ რეალობაში სულ ახალი დამკვიდრებული
სხვა სიახლეები
ზოდიაქოს სამი ყველაზე  ჰუმანური და  ბედნიერი ნიშანი
ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშანი
ასევე დაგაინტერესებთ