მამაკაცის ორი სახე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ანუ ვინ რას მალავს სინამდვილეში

მამაკაცის ორი სახე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით  - ანუ ვინ რას მალავს სინამდვილეში

ხასიათზე გავლენას ახდენს თანავარსკვლავედი რომლის ნიშნის ქვეშ ის დაიბადა. შესაბამისად, მას მინიჭებული აქვს ადამიანის ყველა ნიშან-თვისება, მათ შორის უარყოფითიც. ეს თვისებები ყველას თავისი აქვს, მაგრამ მათ შორის ყველაზე ნიშანდობლივები განსაზღვრულია ზოდიაქოს ნიშნით. ამიტომ ასტროლოგები გვირჩევენ, ადამიანის გაცნობისას ყურადღება მივაქციოთ მის ჰოროსკოპს, გავიგოთ რას შეიძლება მისგან ველოდეთ.

ვერძი

მამაკაცი-ვერძი ქალის გულის დაპყრობის შემდეგ მალე კარგავს ინტერესს. ერთი წარმატების მოპოვების შემდეგ ის უკვე მომდევნოზე ფიქრობს. არ გააჩნია რა გრძნობებში პასუხისმგებლობა, მზად არის სხვებთან საფლირტაოდ. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა მისთვის მუდამ ამოუხსნელ ამოცანად რჩებოდეთ.

კურო

ის სრულიად პასიურად უდგება რომანტიკულ ურთიერთობებს, მისი ინერცია შეიძლება გადაულახავი მოგეჩვენოთ. პოტენციურ რჩეულთან შეხვედრისას ცდილობს ხარჯები მინიმუმამდე დაიყვანოს. გამოდის, თითქოს ეძებს იმას, ვისზედაც შეიძლება ეკონომია გააკეთოს. ნუ აიღებთ თავზე მის ვალდებულებებს, თუ არ გინდათ მის მეორე დედად იქცეთ. თავიდან ამოიგდეთ აზრი - "სჯობს ეს მე გავაკეთო". აი, მაშინ ექნება კუროს სტიმული-იმოქმედოს.

ტყუპი

ასტროლოგიაში ტყუპები ორი დამახასიათებელი ნაკლით გამოირჩევა. პირველს განეკუთვნება მათი ლაყბობისადმი სიყვარული - მოლაპარაკე ტყუპის შეჩერება შეუძლებელია. მეორე ნაკლი - სიზარმაცის გამოვლინებაა, რის გამოც ზარალდება მისი პარტნიორი.

კირჩხიბი

ის უმნიშვნელო კრიტიკაზც კი განაწყენდება და იბუტება. როცა კირჩხიბი განაწყენებულია, მას ჩვეულებრივი სულიერი მდგომარეობის არსადგენად რამდენიმე დღე სჭირდება. თავისი ემოციებიდან გამომდინარე ის შეიძლება პატარა ბავშვივით იქცეოდეს, მაგრამ თუ თქვენ მას უპოვით გასაღებს, საქმე მოსალოცად გაქვთ, თქვენ დაამარცხეთ ჯიუტი კირჩხიბი!

ლომი

ურთიერთობებში ლომი შეიძლება უცბად ზარმაცი და უმოქმედო გახდეს, განსაკუთრებით გულწრფელ პარტნიონთან. ის გულწრფელობას გრძნობით ამოწმებს, ვის ხვდება მისთვის სულერთია.

ქალწული

ქალწულები შემართული და შრომისმოყვრეები არიან. ხანდახან იმდენად ჩაეფლობიან სამუშაოში, რომ ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ვერ ამჩნევენ, მაგრამ შეგვიძლია დაგაწყნაროთ, ეს ყოველთვის ასე არაა. ყველაფერს აქვს დასარული. მაინც მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენი პარტნიორი ქალწული პერიოდულად სამუშაოში ჩაიკარგება.

საწორი

სასწორი არანაირად არ რეაგირებს კონფლიქტებზე. იყავით მზად იმისთვის, რომ თქვენ მოგიწევთ პირველი ნაბიჯის გადადგმა შერიგებისაკენ.

მორიელი

მორიელი ყოველგვარ წვრილმანს ფრიად სკურპულოზურად უდგება. ძალიან მალე ინანებთ თუ მასთან კონფლიქტში შეხვედით, ვინაიდან სანამ თქვენი შეცოდების უმცირეს დეტალებს არ გაარკვევს ის არ დამშვიდდება. სამაგიეროდ, რაც ზედმეტ ორთქლს გამოუშვებს აბრეშუმივით ნაზი ხდება.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი უმაღლესი დონის პერფექციონისტია. და განა ეს ნაკლია? დიახ, რადგან მშვილდოსანი პარტნიორისაგანაც ცხოვრებისადმი ასეთივე დამოკიდებულებას ელის. თუ მზადა ხართ შეიცვალოთ უკეთესისკენ, თქვენ მყარი კავშირი გექნებათ.

თხის რქა

თხის რქები თავიანთ თავს რეალისტებად თვლიან ამავდროულად გარშემო მყოფთა თვალში ისინი პესიმისტები არიან. ისინი მუდამ ცუდის მოლოდინში ცხოვრობენ, საფუძვლიანად გეგმავენ მომავალს და აკონტროლებენ ყველა ნაბიჯს. მაგრამ დროსთან ერთად ეს გაივლის და თხის რქა იქცევა მხნე ბერიკაცად, რომელიც იწყებს ცხოვრებას ერთი დღით.

მერწყული

მერწყულების სიყვარულის ნავი ხშირად ზიანდება ყოფა-ცხოვრებაში. გარკვეული დროის შემდეგ ისინი ხვდებიან, რომ პარტნიორი ქორწინებაში არ იზიარებს მის მისწრაფებას ევერესტის ერთობლივად დალაშქვრის შესახებ. ერთადერთი, რაც მერწყულს არიგებს ოჯახურ ცხოვრებასთან - ეს ბავშვებია.

თევზები

თევზების ძირითადი ნაკლია მეოცნებეობა. ისინი ისე არიან ამით გატაცებული, რომ ვეღარც არჩევენ სად მთავრდება ოცნება და იწყება რეალობა. თევზების პარტნიორი იძულებულია ხშირად შეახსენოს მას არსებული სინამდვილე.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?