რეტროგრადული ვენერა - დრო როცა პარტნიორული ურთიერთობები დიდი გამოცდის წინაშე დგება

რეტროგრადული ვენერა - დრო როცა პარტნიორული ურთიერთობები დიდი გამოცდის წინაშე დგება

ჩათვლით პლანეტა ვენერა რეტროგრადული ხდება. ასტროლოგიაში მიღებულია, რომ ვენერა სიყვარულის მფარველი პლანეტაა. ამიტომ მისი ეს გავლენა უპირველესად ურთიერთობებზე აისახება. ამ პერიოდიში, როგორც არასდროს იზრდება ერთგულების, პატიოსნებისა და თავგანწირვის მნიშვნელობა. მისი გავლენა ეხება მატერიალურ საკითხებსაც, გადაიხედება ბავშვის აღზრდის მეთოდებიც. ზოგიერთი პრობლემა სათავეს შორეული წარსულიდან იღებს. მაგრამ არ ღირს აქტიურ მოქმედებებზე გადასვლა: გადადეთ პირდაპირი პასუხები და დაკავდით ყველაფრის შეფასებით. ნუ დატოვებთ უყურადღებოდ ურთიერთობებში შემჩნეულ მცირეოდენ დაძაბულობასაც კი. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სიმშვიდის ფასადის მიღმა არის სერიოზული პრეტენზიები, მაგრამ თუ ურთიერთობები ჰარმონიულია, მაშინ ამ პერიოდის სიძნელეები ოჯახურ კავშირებზე არანაირად არ აისახება. იმის გასაგებად თუ რა შეცვალოთ, გააუმჯობესოთ ან პირიქით შეწყვიტოთ, შეიძლება მოგიხდეთ თქვენი ურთიერთობების გადახედვა.

პლანეტის მოძრაობა ნეგატიურად აისახება ქორწინებასა და სასიყვარულო ურთიერთობებზე. ეს პერიოდი იწყება 2017 წლის 4 მარტს და მთავრდება 15 აპრილს. ვენერასთან ასოცირდება ყველაფერი მშვენიერისა და შემოქმედებითის მფარველობა. ამიტომაც ძირითადი დარტყმა მოდის სხვადასხვა გამოფენაზე, სილამაზის კონკურსებზე ან საიუველირო ნაკეთობათა ყიდვაზე, ასევე მსხვილ შენაძენზე (უძრავი ქონება, ავტომანქანა). სასურველია გადადოთ კოსმეტოლოგთან ვიზიტი. თუ გაქვთ სურვილი სთხოვოთ ხელი და გული, სჯობს შეიცადოთ, თორემ მოხდება ის, რაც თქვენ ხელს შეგიშლით.

რით დავკავდეთ? ეს პერიოდი საუკეთესოა ახლობლებთან და მეგობრებთან დაკარგული კავშირების აღსადგენად. რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად დამთავრდება, როცა თქვენ მიდიხართ ადამიანთან გულწრფელი მიზნებით. წარმატებული პერიოდია ვაჭრობისათვის. შეიძლება გაყიდოთ ბინა, ავეჯი და სხვა საგნები, რისი მოშორებაც ადრე გქონდათ გადაწყვეტილი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?