ზოდიაქოს ნიშანი და რემონტი - თევზები

ზოდიაქოს ნიშანი და რემონტი - თევზები

, საკუთარი საცხოვრებელი მაქსიმალურად კომფორტულად მოაწყოს. ხშირად ამისთვის საჭირო ხდება მომაბეზრებელი და საკმაოდ დამღლელი პროცედურის ჩატარება, რომელსაც სახელად რემონტი ჰქვია. ზოდიაქოს ნიშნებს კი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ რემონტის პროცესთან.

თევზები და რემონტი

რემონტი მთელი პომპეზურობით, განა რამე მსუბუქი და მხოლოდ კოსმეტიკური? ეს არის თევზების სტიქია. აქ გამოვანგრევთ, იქ ჩავაშენებთ, აქეთ გადავტიხრავთ. ხოლო ოთახის ერთ მხარეს აუცილებლად ჩავსვამთ დიდ აკვარიუმს. თევზები ხომ წყლის ნიშანია მაინც და თავისი ბიოლოგიური თანამოძმეების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. სარემონტო ეიფორიაც თევზებს იმდენად იტაცებს, რომ მთელი ამ პროცესის მიმდინარეობაში ვერც ამჩნევს რომ მუხანათურად უთავდება ფული ანგარიშზე. რის შემდეგაც შესაძლოა რამოდენიმე თვის მანძილზე მოუხდეს საბრალოს ნახევრადგარემონტებულ, კედლებმორღვეულ- შეთეთრებულ სახლში ცხოვრება, იმაზე ოცნებით რომ მისი ეს გრანდიოზული რემონტი ოდესმე დასრულდება. მანამდე კი დიდი რიხით უმტკიცებენ ისი სტუმრად მოსულ მეგობრებს, რომ ეს ნახევრადამოშენებული კედელი სამზარეულოში ინტერიერის დიზაინის ბოლო „კივილია“.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?