კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 20-26 თებერვალი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 20-26 თებერვალი

დინამიკური და აქტიურია ხოლმე. ალბათ იმიტომ, რომ ეს ზამთრის ბოლო თვეა და საგაზაფხულო გამოღვიძების წინ ნებისმიერი ჩვენგანისთვის რთული პერიოდი დგება, როგორც ემოციური, ისე ფიზიკური ჯანმრთელობის კუთხით. მით უმეტეს, რომ წლევანდელ თებერვალს დაბნელებების სეზონიც დაემთხვა. ასე რომ, მართალია, გადავაგორეთ ერთი დაბნელება - მთვარის, თანაც საკმაოდ პოზიტიური, მაგრამ წინ გველოდება უკვე ამ კვირის ბოლოს გაცილებით მნიშვნელოვანი მზის დაბნელება თევზების ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც თავის მხრივ ნეპტუნიანურ საკითხებს წამოსწევს წინ. ნეპტუნი კი მოგეხსენებათ ქაოსების, საიდუმლოებების მეფეა. შესაბამისად, უახლოესი ერთი კვირის მანძილზე არაერთი ჭორი თუ დაფარული ამბავი ამოტივტივდება ზედაპირზე და საზოგადოება არაერთი სკანდალური ინფორმაციის გასაჯაროების მომსწრე გახდება.

კვირა მერკურისა და ურანის ასპექტით იწყება. რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ახალი იდეების წარმოშობა-გენერირებას. აქტიური იქნება ისეთი სფეროები, რომელიც ინტერნეტექნოლოგიებთან და ელექტრონულ კომუნიკაციასთან არის უშუალო შეხებაში. კარგი პერიოდია მათთვის ვისი სამსახურიც დიზაინს, ვებ-დიზაინს, პროგრამირებას უკავშირდება. კვირის პირველ ნახევარში მერკური დადებით ასპექტს გააკეთებს ასევე იუპიტერთან, რაც საშუალებას მოგცემთ მოკლევადიანი მივლინებები წარმატებით დაგეგმოთ ან ნებისმიერი ტიპის შეხვედრა უცხოელებთან თქვენთვის მომგებიანი კუთხით დასრულდეს. თუმცა, აქვე ისიც გაითვალისწინეთ, რომ აკონტროლოთ ნებისმიერი დანაპირები - მსგავსი ასპექტების გავლენით, როგორც წესი, ადამიანებს უჩნდებათ მიდრეკილება გაზვიადებისკენ და ხშირად იღებენ საკუთარ თავზე იმაზე მეტ ვალდებულებას, ვიდრე რეალური ძალა გააჩნიათ ამის შესასრულებლად.

22 თებერვალს მარსისა და პლუტონის ნეგატიური ასპექტაციის გამო, მოიმატებს აგრესიულობის კოეფიციენტი ადამიანებში. ეს ის პერიოდია, როცა აქტიურდება ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ცდუნება. არ არის გამორიცხული, ხმაურიანი დაპირისპირებების მომსწრეც გავხდეთ პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი კუთხით, რაც ძირითადად ძალაუფლების თემას დაუკავშირდება.

25 თებერვლისდან პლანეტა მერკური თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადადის. რაც იმას ნიშნავს, რომ აქტიური პერიოდი იწყება შემოქმედებითი და ხელოვანი ადამიანების ცხოვრებაში. აქტიურდება ინტუიცია. თუმცა მომატებული იქნება ასევე ადამიანებში გულმავიწყობა, ქაოსურობა და დაბნეულობა. აქტიურდება არასწორი ინფორმაციის გადაცემის ალბათობა. შესაძლებელია საქმიან დოკუმენტაციებში მარტივად გაგეპაროთ შეცდომები. მით უმეტეს, რომ მერკურის თევზების ზოდიაქოში გადასვლა (სადაც ეს პლანეტა თავს არ გრძნობს კარგად) ემთხვევა მზის დაბნელებას ასევე თევზების ნიშანში. შესაბამისად, როგორც თავში აღვნიშნეთ, საზოგადოებაში აქამდე არსებული, ტაბუირებული თემების გამოაშკარავებაა მოსალოდნელი. ეს ის პერიოდია, როცა ნებისმიერი ტიპის დაფარული ინფორმაცია ამოყვინთავს ზედაპირზე და საზოგადოების ფართო ფენებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. თუმცა, აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაბნელება თევზების ნიშანში ხდება, ამიტომ სიტუაცია სავსებით მოსალოდნელია ერთობ ილუზორული იყოს და რაც ჩანს ყველაფერი სულაც არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?