ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან ყველაზე ქუდბედიანები

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან ყველაზე ქუდბედიანები

მოვლენების მიმართ, ნებისმიერ ადამიანს ინდივიდუალური გააჩნია. შესაბამისად, ზოგიერთისთვის თუ ჭიქა ნახევრად სავსეა (ოპტიმისტი), ვიღაცისთვის ის ნახევრად ცარიელი შეიძლება იყოს (პესიმისტი) ან შესაძლოა სულაც ვერ ხედავდეს მავანი ჭიქაში წყალს (მელანქოლიკი). ასტროლოგები თვლიან, რომ იღბალი და გამართლება ჩვენი შინაგანი განწყობიდან და დამოკიდებულებიდან გამომდინარეობს სამყაროს მიმართ... შესაბამისად, არსებობს ქუდბედიანი (ოპტიმისტი), ნაკლებად ქუდბედიანი (მელანქოლიკი, ფლეგმატიკი) და უიღბლო (პესიმისტი) ზოდიაქოს ნიშნები...

დღეს ყველაზე ქუდბედიანებზე ვსაუბროთ და მიზეზსაც აგიხსნით იმისას თუ რატომ არიან ეს ადამიანები ასეთი წარმატებულები.

სიის სათავეში ასტროლოგები მშვილდოსნებს მოიაზრებენ - ზოდიაქოს ამ ნიშანს, პლანეტა იუპიტერი მფარველობს. რომელიც თავის მხრივ იღბლის, კეთილდღეობისა და "დიდი სიხარულის" პლანეტაა. ამიტომ გასაკვირი არ გახლავთ ის ფაქტი თუ რატომ უმართლებთ მშვილდოსნებს ცხოვრებაში სხვებზე უფრო მეტად. თუმცა მარტოოდენ იუპიტერში როდია საქმე. თავად ეს ადამიანები არიან ბუნებით ოპტიმისტები, ხალისიანები, გულუხვები და კეთილები. მშვილდოსანი მეგობრული და კეთილგანწყობილია. ის მუდამ საზოგადოების სული და გულია, არასოდეს წვრილმანდება ხოლმე და ალალად მიიჩქარის დაჩაგრულების ან შეჭირვებულების დასახმარებლად. მაშინაც კი, როცა ამისთვის საკუთარი საქმეების გადადება უწევს. შესაბამისად, სამყარო უკან, ბუმერანგული პრინციპით უბრუნებს უკან მშვილდოსანს გაცემულ სიკეთეს.

მშვილდოსანს კვალში მოჰყვება კიდევ ერთი ცეცხლის ნიშანი - ვერძი. ეს ხალხი პლანეტა მარსის ენერგეტიკით იმართება, ამიტომ ყოველთვის მზად არიან უსამართლობასთან საბრძოლველად. ვერძი ბავშვური და ალალია, იგი მთელი გულით აკეთებს საქმეს, რომელიც მოსწონს და მტკიცედ სჯერა საკუთარი შესაძლებლობების. ვერძი გულუხვი და კეთილი ნიშანია. იგი იშვიათად იმახსოვრებს წყენას და არასოდეს უმუხთლებს ადამიანებს. ვერძს არ ახასიათებს ზურგსუკან ინტრიგების ხლართვა, იგი პირდაპირი და უბოროტოა. აქედან გამომდინარე, ადამიანები პატივს სცემენ მას და იშვიათად ბრაზდებიან უტაქტობაზე, რომელიც ვერძების დიდ ნაწილს ახასიათებს.

მერწყული - პლანეტა ურანი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს განაპირობებს მერწყულის ნიშნით დაბადებული ხალხის უნიკალურობას. ისინი ჰუმანურები, მეგობრულები, ორიგინალურები და მხიარულები არიან. მერწყულებს ახასიათებთ ექსცენტრიკულობა, რომელიც არასოდესაა ვინმეს საზიანოდ გამოვლენილი ქმედება. თუმცა ზუსტად ამ ექსცენტრიკულობის გამოა, რომ ხშირად, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევიან. ეს არის ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც არასოდეს ჰყოფს ფენებად საზოგადოებას და იშვიათად ახასიათებს სნობიზმი ადამიანებთან ურთიერთობაში. მერწყულისთვის ყველა ადამიანი ძმაა, ამიტომა უყვართ ისინი ადამიანებს ასე უანგაროდ.