ვინ შეიძლება იყოს მამაკაცისთვის იდეალური ცოლი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვინ შეიძლება იყოს მამაკაცისთვის იდეალური ცოლი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ხშირად თავად ვერ ერკვევა იმაში, თუ როგორი ტიპის ქალთან იპოვნის ბედნიერებას. შესაბამისად, ბევრი მათგანი პოლიგამიურობისკენ სწორედ ამ მიზეზით მიისწრაფვის და იმედოვნებს, რომ ამ მეთოდით იპოვის "იმ ერთადერთს და განუმეორებელს". რეალურად კი საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც მარტივად შეიძლება იმის განსაზღვრა თუ კონკრეტულად როგორი ქალი შეგეფერებათ საიმისოდ, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ...

ვერძს - დიპლომატიური, ჭკვიანი, წინდახედული და პროფესიულად აქტიური ქალი სჭირდება გვერდით. მისთვის იდეალურია ამ მხრივ მორიელი, სასწორი, ლომი, მშვილდოსანი ან მერწყული.

კუროს მზრუნველი, სტაბილური, კარგი მეოჯახე და გაწონასწორებული ქალი ესაჭიროება. ამგვარ ტიპაჟს იგი ქალწულის, თხის რქის, კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს შორის იპოვის.

ტყუპს ინტელექტუალური, კომუნიკაბელური, მასავით ცვალებადი, სპონტანურობის მოყვარული და მრავალმხრივი ინტერესების მქონე მდედრი შეეფერება. ასეთი შეიძლება იყოს მერწყული, ვერძი, სასწორი, ლომი ან მშვილდოსანი.

კირჩხიბს ბედნიერებისთვის ერთგული, ემოციური, მოსიყვარულე, მზრუნველი, ხელმომჭირნე და კარგი დიასახლისი ესაჭიროება გვერდით. იგი შესანიშნავად გაუგებს კუროს, თევზებს, ქალწულს ან მორიელს.

ლომს გვერდით დედოფლური იმიჯის მქონე, ჭკვიანი, გულუხვი, დიდსულოვანი და ექსკლუზიური ქალი ესაჭიროება თვითშეფასების ასამაღლებლად. ამგვარი შეიძლება იყოს მისთვის ვერძი, ტყუპი, მშვილდოსანი, სასწორი.

ქალწულს წინდახედული, გაწონასწორებული, მზრუნველი, მოწესრიგებული და გამჭრიახი მანდილოსანი შეეფერება. მისთვის კარგი პარტნიორობის გაწევა შეუძლია კუროს, თხის რქას, კირჩხიბს, მორიელს.

სასწორისთვის აუცილებელია გვერდით ჰყავდეს ბუნებით რომანტიკული, ვიზუალურად მომხიბვლელი, დამთმობი და ლოიალური ქალი. იგი უნდა ამაყობდეს მეორე ნახევრის სილამაზითა და შარმით. ამ მხრივ იდეალურია მისთვის მერწყული, ტყუპი, მშვილდოსანი.

მორიელს ძლიერი ხასიათის მქონე, მებრძოლი სულის, ჭკვიანი და წინდახედული ქალი ესაჭიროება. თუმცა, სასურველია, თუ ეს უკანასკნელი ძნელად დასამორჩილებელი და არამონური ფსიქოლოგიის მქონე იქნება. ამ მხრივ მორიელისთვის საუკეთესოა ვერძი, ლომი, თხის რქა, ქალწული.

მშვილდოსანს სჭირდება ქალი, რომელიც მის თავისუფლებას არ შეზღუდავს და მისთვის პირველ რიგში მეგობარი იქნება. ამ მხრივ საუკეთესოა მერწყული, ტყუპი, ლომი, სასწორი.

თხის რქას ტრადიციული შეხედულებების მქონე, გამჭრიახი, ემოციურად სტაბილური და ძლიერი ქალი სჭირდება. მისთვის საუკეთესოა ქალწული, კურო, მორიელი, ვერძი, ლომი.

მერწყულს

მრავალმხრივი, ინტელექტუალურად საინტერესო, არაორდინალური ქალი ესაჭიროება. იგი შესანიშნავად გაუგებს ხელოვან ქალსაც. ამ მხრივ მისთვის საუკეთესოა სასწორი, ტყუპი, ვერძი, თევზები.

თევზებს თანამგრძნობი ბუნების, მზრუნველი, ლოიალური და მყარი ნებისყოფის მქონე ქალი ესაჭიროება გვერდით. მისთვის კარგი პარტნიორია მორიელი, კირჩხიბი, თხის რქა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?