ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ამას თქვენი ზოდიაქოს ნიშანი გეტყვით

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ამას თქვენი ზოდიაქოს ნიშანი გეტყვით

ნებისმიერი ადამიანის ამქვეყნად მოვლინება კონკრეტულ კანონზომიერებას უკავშირდება. ასტროლოგია აღიარებს რეინკარნაციის ციკლს, ამიტომ მიჩნეულია - მზის ზოდიაქოს ნიშანი, ანუ ის ნიშანი, რომელშიც მზე თქვენი დაბადებისას იმყოფებოდა გვიამბობს წარსულ ცხოვრებაზე და იმაზე თუ ვინ იყავით წინათ.

თუ თქვენ ვერძი ხართ წინა ცხოვრებაში ტუსაღი იყავით, რომელიც ციხეში საკუთარი იდეების ქადაგების გამო მოხვდა ან სულაც ებრძოდა უსამართლობას.

კურო თუ ხართ წარსულში შესაძლოა გავლენიანი საქმოსანი, ვაჭარი ან დიდებული იყავით. ამ ცხოვრებაში ვარსკვლავები გირჩევენ ერიდოთ ძალმომრეობას.

ტყუპი თუ ხართ გამოდის, რომ წინა ცხოვრებიდან მოგყვებათ ბოჰემური ადამიანის კარმა. მხარტვარი, მწერალი ან მსახიობი ყოფილხართ. ამ ცხოვრებაშიც მუდმივად ეძებთ გართობას.

კირჩხიბი თუ ხართ თქვენი წინა ცხოვრება კარიერას დაუკავშირეთ. ცნობილი ორატორი, საზოგადო მოღვაწე შეიძლება იყავით. თუმცა, გაკლდათ ემოციურობა. ამიტომ ამ ცხოვრებაში მოგეთხოვებათ შინაგანი ბუნების გახსნა და სენსიტიურობა.

ლომი თუ ხართ წინა ცხოვრებაში სხვებს უანგაროდ ეხმარებოდით. შესაძლოა ექიმი, მღვდელი ან სოციალური მუშაკიც იყავით. თუმცა, გაკლდათ თავდაჯერება. ამ ცხოვრებაში კოსმოსმა ამბიციურ და ამაყ ადამიანად მოგავლინათ ამქვეყნად.

ქალწული თუ ხართ წარსულის კარმა თქვენთვის მეფის, დედოფლის ან იმპერატორის პოსტს უკავშირდება. თქვენ გეთაყვანებოდნენ და გემსახურებოდნენ ადამიანები. ამ ცხოვრებაში კი თავად გევალებათ სხვებზე ზრუნვა და მსახურება.

სასწორი თუ ხართ წინა ცხოვრებაში მოსამართლე იქნებოდით. იყავით ადამიანი, რომელიც სხვების ბედს წყვეტდა. ამჯერად, სამყარო საკუთარ მოთხოვნილებებსა და სურვილებზე გაკისრებთ პასუხისმგებლობას.

მორიელი თუ ხართ წინა ცხოვრებაში მეტაფიზიკით, ეზოთერიით, მისტიკით ან ფსიქოლოგიით იყავით გატაცებული და შეგეძლოთ ადამიანებით მანიპულირება. ეს ნიჭი ამ ინკარნაციაშიც გადმოგყვათ, თუმცა მოგიწევთ მისით გონივრულად სარგებლობა.

მშვილდოსან ი თუ ხართ წინა ცხოვრებაში მოგზაური, გემის კაპიტანი ან სულაც ბანდიტი იქნებოდით. რომლის ცხოვრებაც სავსე იყო თავგადასვლებით და არასტაბილურობით. ამჯერად კარმა ერთი ადამიანის და იდეალების ერთგულებას გავალდებულებთ.

თხის რქა თუ ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, გამოდის, რომ წინა ცხოვრებაში პოლიტიკოსი, პოლიციელი ან ბიზნესმენი იყავით. რომელიც სარისკო საქმეებს ეწეოდა. ამ ცხოვრებაში მეტი პასუხისმგებლობა და სიდინჯე მოგეთხოვებათ.

მერწყული თუა თქვენი მზის ზოდიაქოს ნიშანი, წინა ცხოვრებაში გამოგონებელი, არაღიარებული გენიოსი და სწავლული იყავით, რომელმაც საკუთარი ნიჭის რეალიზება ვერ მოახერხა. ამიტომ ეს ცხოვრება თავისუფლებისთვის, ყველა ბორკილის დასამსხვრევად უნდა გამოიყენოთ.

დაბოლოს, თევზები თუა თქვენი ზოდიაქოს ნიშანი, წინა ცხოვრებაში იდეალისტი, მეოცნებე და სხვების მოთხოვნებს შეწირული ადამიანი იყავით. ამ ცხოვრებაში მოგეთხოვებათ ნაკლებად აჰყვეთ ილუზიებს და თავი არასოდეს დაიზარალოთ მსხვერპლის გაღებით.