თუკი თქვეენ პროფესიულად არ გიმართლებთ - მიზეზი ასტროლოგიური იქნება

თუკი თქვეენ პროფესიულად არ გიმართლებთ - მიზეზი ასტროლოგიური იქნება

ადამიანი, ინდივიდი და უნიკალური არსებაა. შესაბამისად, პროფესიული განვითარების გზაც, თითოეული მათგანისთვის ინდივიდუალური არსებობს. თუმცა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით იკვეთება გარკვეული საერთო მახასიათებლები ხასიათში, რომელიც ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენლებს აერთიანებს. სწორედ ეს თვისებები განაპირობებს ხშირად იმას, თუ რა ხელის შემშლელი ფაქტორი შეიძლება გამოიკვეთოს ადამიანის ცხოვრებაში კარიერული წინსვლის შემაფერხებელად.

ვერძი ყველაზე ხშირად პროფესიულ წარუმატებლობას სიფიცხეს, უტაქტობასა და სულსწრაფობას უნდა უმადლოდეს. მისი გადამეტებული აგრესიულობა და ეგოიზმი ხშირად იწვევს ზემდგომთა აღშფოთებას.

კუროს ძირითადი პრობლემა სიზანტე და სიახლეებისადმი შიშია. იგი ვერ ახერხებს ფეხი აუწყოს ნოვაციას, ამის გამო ხშირად კარგავს კარგ შანსს დაწინაურების კუთხით.

ტყუპის მთავარი ნაკლი ცვალებადობა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა დაკისრებული მოვალეობების მიმართ. ამ ადამიანს მრავალმხრივი ინტერესები გააჩნია, რის გამოც ხშირად ავიწყდება ან ბეზრდება პროფესიული ვალდებულებები.

კირჩხიბისთვის პრობლემა ზედმეტი სენტიმენტალურობაა. ასეთ ხალხს უჭირს საკუთარი ღირსებების საჯაროდ დემონსტრირება, შემდგომში კი გული მოსდით უფროსობაზე იმის გამო, რომ ისინი ჯეროვნად ვერ აფასებენ მის შრომასა და ღვაწლს.

ლომის პრობლემა არაჯანსაღი ამბიციურობა და ეგოიზმია. ლომებს არ ხიბლავთ დაქვემდებარებულის როლი. მიაჩნიათ, რომ ყველაზე მეტად უფროსის სავარძელი შეეფერებათ. თუ ასე არაა, ისინი უსაქმურობას ამჯობინებენ ხელქვეითის ან უბრალო მენეჯერის პოზიციას.

ქალწულის ძირითადი ნაკლი მეწვრილმანეობა და პედანტიზმია. ამ ხალხს ხშირად ექმნება კონფლიქტი თანამშრომლებთან სწორედ იმ კუთხით, რომ ზედმეტად კრიტიკული არიან სხვების ნაკლოვანებების მიმართ. მაშინ როცა საკუთარ ნაკლზე მითითება არაადეკვატურ მდგომარეობაში აგდებთ და ძალიან განიცდიან ნებისმიერ შენიშვნას.

სასწორისთვის პრობლემაა მერყევი ხასიათი და მუდმივი სურვილი აამოს გარშემო მყოფებს. სწორედ ამის გამო ხდება სასწორი თანამშრომლებს შორის ნაკლებად დაფასებული კადრი. იმის გამო, რომ იგი გაურბის საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, ზემდგომებს უჭირთ მისი შემჩნევა.

მორიელის პრობლემა პროფესიულ სარბიელზე ყოველთვისაა გულღრძოობა და სხვებისთვის ძირის გამოთხრის ჩვევა. იგი ინტრიგების დიდოსტატია და ხანგრძლივი დროის მანძილზე ოსტატურად ახერხებს თანამშრომლებით მანიპულირებას. მანამ სანამ თავადვე არ აღმოჩნდება სხვისთვის დაგებულ მახეში.

მშვილდოსანი წარუმატებლობას პროფესიულ სფეროში დაუკვირვებლობით, დიპლომატიის უნარის სრული არქონითა და უპასუხისმგებლობით იმკის. ამ ხალხს უყვარს გულუხვი დაპირებების დარიგება, დანაპირების შესასრულებლად კი რატომღაც ვერასოდეს იცლიან. ამასთან ერთად, შენიშვნებზეც საკმაოდ მწვავედ რეაგირებენ ხოლმე.

თხის რქის პრობლემა სამსახურის მიმართ ზღვარგადასული, შეიძლება ითქვას ფანატიზმამდე დასული თავდადებაა. რაც რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ხშირად არ ფასდება ზემდგომთა მხრიდან. ქრონიკულ ვორკოჰოლიკობას კი თხის რქისთვის მარტოოდენ ნერვული სტრესი და დეპრესია მოაქვს.

მერწყული უფროსების გაღიზიანებას, როგორც წესი, საკუთარი არაპროგნოზირებადი ხასიათითა და საყოველთაოდ დადგენილი ნორმებისადმი დაუმორჩილებლობით იწვევს. ასეთ ხალხს უყვარს მოიქცეს თავის ჭკუაზე, რაც ხშირად ხდება მერწყულის სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი.

თევზებს დათვურ სამსახურს ხათრიანი ხასიათი და ზედმეტი სიმორცხვე უწევს პროფესიულ სარბიელზე. ისინი იშვიათად გამოირჩევიან ამბიციურობით. შესაბამისად, არასოდეს ითხოვენ ხელფასის ან თანამდებობრივი ცენზის მომატებას. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მათ ეს არ სურთ, უბრალოდ იმედი აქვთ, რომ უფროსი თავად უნდა მიხვდეს ამას. ეს კი, როგორც წესი, არასოდეს ხდება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?