3 ქალი, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელიც მილიონერ ქმარს გააკოტრებს

3 ქალი, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელიც მილიონერ ქმარს გააკოტრებს

ტყუპი – საოცარი ოსტატობით ხარჯავს ფინანსებს, როგორც საკუთარს, ისე სხვისას. მისთვის "ჩემი-შენის" პრინციპი ფაქტობრივად არც არსებობს პარტნიორულ ურთიერთობაში. შესაბამისად, თუკი ქმრის ფინანსებთან ხელი მიუწვდება, სიამოვნებით "გაანიავებს" მას, ოღონდ არც მეუღლის გახარება დაავიწყდება სიურპრიზებითა და საჩუქრებით. ფულის ხარჯვა ძირითადად სამოსში, აქსესუარებსა და "ფასტ-ფუდის" ტიპის დაწესებულებებში ეხალისება მეგობრებთან ერთად. სამაგიეროდ, დღეს თუ თქვენი "გაბანკროტების" მიზეზია, ხვალ თავად შეუძლია გულუხვად გიწილადოთ საკუთარი ფინანსები. ასე რომ მამაკაცებო, თუკი ამ ქალთან ფულთან დაკავშირებულ პრობლემებზე აპირებთ კამათს, სასურველია არ იჩქაროთ. საჭიროების შემთხვევაში თავადაც დაუნანებლად დაგეხმარებათ მატერიალურად.

Astrologia

ლომი – მიაჩნია, რომ ფული, განსაკუთრებით ის ფული, რომელსაც მისი მეუღლე (პარტნიორი მამაკაცი) გამოიმუშავებს, დიახაც, რომ მისი ფუფუნებისა და თავის მოვლის საგნებზე უნდა დაიხარჯოს. იგი ხომ დედოფალია, ჰოდა, მამაკაცს, რომელსაც პრეტენზია გააჩნია დედოფლის ღირსეულ პარტნიორობაზე, ამ "ცისფერსისხლიანის" ღირსეულად შენახვაც უნდა შეეძლოს შესაბამისად. ამიტომ ის, თუ სად გაქრა სრულად თანხა თქვენი საბანკო ანგარიშიდან იმ შემთხვევაში თუ მასზე წვდომის საშუალებას ლომ ქალს აძლევთ აბსოლუტურად უადგილო და უხერხულია. ქალი ლომი მამაკაცში ყველაზე მეტად ვერ იტანს მეწვრილმანე ბუნებასა და სიძუნწეს. შესაბამისად, თუ თქვენი აღშფოთება ხმამაღალი და ხშირი იქნება იმის გამო რომ იგი თქვენ ფინანსებს უთავბოლოდ ანიავებს, საბოლოო ჯამში სხვა, უფრო "ღირსეულ სპონსორზე" აღმოჩნდებით გაცვლილი და ეს არ უნდა გაგიკვირდეთ.

Astrologia

თევზები – როგორც წესი, ქალების ამ კატეგორიას სურვილი იმისა, რომ ქმარი ან პარტნიორი მამაკაცი ბანკროტობის ზღვარზე მიიყვანოს რეალურად არ აქვს. უფრო პირიქით, თითქოს ცდილობს კიდეც თავი აკონტროლოს და შამპანურის ნაცვლად, ვახშმზე ავოკადოს წვენით დაკმაყოფილდეს. თუმცა იმ შემთხვევაში თუ თქვენ მას საკუთარ საკრედიტო ბარათს ანდობთ გარკვეული დროით, მასში "ნარკომანის ექსტაზი" იღვიძებს და უთავბოლოდ იწყებს თანხების განიავებას ერთი შეხედვით ძალიან საჭირო, ოჯახისთვის აუცილებელ წვრილმანებზე, რომელთა შესაძენი თანხაც ხშირად ასტრონომიულ ციფრებს აღემატება.

Astrologia