როგორ დავაინტერესოთ ზოდიაქოს ესა თუ ის ნიშანი

როგორ დავაინტერესოთ ზოდიაქოს ესა თუ ის ნიშანი

ადამიანში გაცნობისთანავე გააღვიძოთ სიმპათია და ინტერესი თქვენ მიმართ არც მეტი, არც ნაკლები მისი ზოდიაქოს ნიშნის ცოდნა გესაჭიროებათ. ასტროლოგები თვლიან, რომ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს კონკრეტული ინტერესის სფეროები გააჩნიათ და თუკი თქვენ ზუსტად ამ "სუსტ წერტილს" შეეხებით მათთან პირველი ნაცნობობისას, შესაძლოა უპირობოდ დაიმსახუროთ მათი მყისიერი სიმპათია...

ვერძს თავს დამოუკიდებლობით მოაწონებთ. დაანახვეთ მებრძოლი სული.

კუროს

თავს სტაბილურობით მოაწონებთ. დაანახვეთ, რომ ფინანსურ საკითხებში წინდახედული და რაციონალური ხართ.

ტყუპს თავს ინტელექტით მოაწონებთ. აჩვენეთ, რომ მრავალმხრივად განათლებული და ნაკითხი ხართ.

კირჩხიბს თავს ოჯახის წევრებისა და ტრადიციების სიყვარულით მოაწონებთ. მოიკითხეთ მისი ოჯახის წევრები.

ლომს თავს ქებით მოაწონებთ. შეუქეთ თუნდაც ვარცხნილობა, ახალი სვიტერი ან სუნამო.

ქალწულს თავს მოწესრიგებულობით მოაწონებთ. დაანახვეთ, რომ დროის მენეჯმენტი არ გეშლებათ.

სასწორს თავს დახვეწილი გემოვნებით მოაწონებთ. თქვენი სამოსიც და საქციელიც ზომიერი უნდა იყოს.

მორიელს თავს სულის სიძლიერით მოაწონებთ. დაანახვეთ, რომ თქვენი გაშიფრვა არც ისე ადვილია.

მშვილდოსანს თავს მეგობრულობით მოაწონებთ. მან თქვენში იუმორის გრძნობა და სიალალე უნდა აღმოაჩინოს.

თხის რქას თავს მიზანსწრაფულობით მოაწონებთ. დაანახვეთ, რომ მიზნების მისაღწევად მზად ხართ დღე და ღამე იშრომოთ.

მერწყულს თავს ორიგინალურობით მოაწონებთ. აჩვენეთ, რომ თქვენც მასავით არასტანდარტულად უყურებთ სამყაროს.

თევზებს თავს გულჩვილობით მოაწონებთ. აჩვენეთ, რომ თქვენთვის უცხო არ არის ადამიანური გრძნობები.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?