კვირის ასტროლოგიური პროგ/ნოზი 27 თებერვალი - 5 მარტი

კვირის ასტროლოგიური პროგ/ნოზი 27 თებერვალი - 5 მარტი

ბევრმა თქვნგანმაც შეამჩნია, გასული კვირა ერთობ რთული და მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა. როგორც იქნა, წლის ყველაზე რთული თვე დასასრულს უახლოვდება, ე.წ. "დაბნელებების კორიდორიც" უკან მოვიტოვეთ და თუკი თქვენ, ჩემო მეგობრებო, ყველაფერ ამას უპრობლემოდ გადაურჩით, მოსალოცად გაქვთ ნამდვილად საქმე. გასული კვირის ბოლოს, მზის დაბნელებამ თევზების ზოდიაქოს ნიშანში გააქტიურა ემოციური ფონი, ძილიანობა, გაღიზიანებადობა, ჭორები და ინტრიგები. თუმცა, მიჩნეულია, რომ დაბნელების ენერგეტიკა უშუალოდ დაბნელების დღიდან პლუს-მინუს ორი-ხუთი დღის მანძილზეც აგრძელებს გავლენას ადამიანების ბიო-ენერგეტიკულ ველზე. ამიტომ სასურველია, რომ დამდეგი კვირაც არანაკლები სიმშვიდითა და წინდახედულებით გავიაროთ.

მით უმეტეს, რომ კვირის დასაწყის - კერძოდ კი ორშაბათ დღეს ემთხვევა ზუსტად მარსისა და ურანის შეერთება, რაც თავის მხრივ გაზრდის იმპულსურობას, დაუფიქრებელი საქციელისკენ მიდრეკილებას და ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებების ალბათობას ადამიანებში. აქედან გამომდინარე, თუკი თქვენ უცებ აღმოაჩენთ, რომ ყველაფერის დაუყოვნებლივ და რადიკალურად შეცვლა გწყურიათ (იქნება ეს სამსახური, გარემოცვა, იმიჯი თუ სხვა რამე) კარგად დაფიქრდით სანამ გადაწყვეტილებას მოიყვანთ სისრულეში. იმიტომ რომ, სულ მოკლე ხანში საკუთარ გადაწყვეტილებას აუცილებლად ინანებთ.

მოითმინეთ კიდევ ერთი კვირა მაინც, სანამ უარყოფითი ენერგეტიკა საბოლოოდ დასტაბილურდება ცაზე. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ნუ წამოწყებთ ახალ პროექტებს, ნუ გააკეთებთ მსხვილ შენაძენს ან კაპიტალდაბანდებებს. მოერიდეთ კრედიტებს და ვალებს. ნაკლებად გამოიჩინეთ ინიციატივა ახალი პარტნიორული ურთიერთობების დასაწყებად როგორც პირადი, ისე ბიზნეს საქმიანობის კუთხით. ეს პერიოდი კარგია იმისთვის, რომ უკვე არსებული სიტუაცია გაიაზროთ სიღრმისეულად. საკუთარ თავს და პრობლემებს ჩაუღრმავდეთ. გახსოვდეთ, კოსმოსი ზუსტად ამ პერიოდში გვაძლევს ძალას დავასრულოთ და საბოლოოდ მოვაგვაროთ დიდი ხნის მანძილზე გაჯანჯლებული პრობლემები. თუმცა, ნებისმიერი გადაწყვეტილება კარგად უნდა იყოს აწონ-დაწონილი და არავითარ შემთხვევაში არ გეპატიებათ ემოციების შედეგად გადადგმული ნაბიჯები.

ამგვარ პერიოდებში ადამიანებს ახასიათებთ დიდი ჩართულობა სოციალურ მოვლენებში, რომელიც ძალიან ხშირად მთლიანად სოციუმის შეგნებას და ფასეულობებს ცვლის. ნუ დაგავიწყებათ, რომ დაბნელება წინა კვირას თევზების ნიშანში მოხდა, იქ სადაც ამჯერად პლანეტა ნეპტუნი იმყოფება - თევზების ნიშნის უშუალო მმართველი. ამიტომ კარგად დააკვირდით საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებს, იქნებ სამყარო ასე ცდილობს საყოველთაო ემოციების ან თუნდაც მტკივნეული მოვლენების ხარჯზე გააღვიძოს ჩვენში, ადამიანებში თანაგრძნობისა და გულწრფელი დახმარების უნარი, რისი სიმბოლოც არის კიდეც თევზების ზოდიაქოს ნიშანი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?