როგორ იქცევიან ხოლმე სტრესის დროს ზოდიაქოს ნიშნები

როგორ  იქცევიან ხოლმე სტრესის დროს ზოდიაქოს ნიშნები

რომ ნებისმიერი უსიამოვნებისას ე.წ. "თავდაცვითი" სისტემა ერთვება და ცდილობს როგორმე დაიცვას თავი. ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი ჩვენი ქვეცნობიერის დონეზე ხდება ხოლმე და ბევრი ვერც კი აცნობიერებს თუ რატომ იქცევა ასე თუ ისე დიდი სტრესის ან ნერვიულობის დროს. ასტროლოგებმა კი ამ მხრივ საინტერესო კლასიფიკაციას მიაკვლიეს, რომელსაც თქვენც გაგიზიარებთ...

ვერძი სტრესის დროს გაცილებით უფრო მოუსვენარი და აგრესიული ხდება.

კურო სტრესს ჭამით ებრძვის, რაც საბოლოოდ მომატებულ კილოგრამებზე აისახება.

ტყუპი სტრესის დროს გაცილებით უფრო მეტს ლაყბობს ან ყველა ტიპის პოლემიკაში ებმება.

კირჩხიბი სტრესის დროს ფაქტობრივად "აღარ არის ამ ქვეყანაზე". შესაძლოა, სულაც ლოგინად ჩავარდეს რამდენიმე დღით.

ლომი სტრესის დროს განსაკუთრებულად ცდილობს საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას და უმიზეზოდ ეუხეშება გარშემო მყოფებს.

ქალწული სტრესის დროს უჩვეულოდ ფეთხუმი და მოუწესრიგებელი ხდება.

სასწორი სტრესის დროს ბევრ ტკბილეულს მიირთმევს.

მორიელი სტრესის დროს ბევრად უფრო ჩუმი და სიტყვაძუნწია.

მშვილდოსანი სტრესის დროს უჩვეულოდ მოწესრიგებული და პუნქტუალურია.

თხის რქა სტრესის დროს გაცილებით უფრო პირქუშია, თუმცა ბევრს მუშაობს ხოლმე.

მერწყული სტრესის დროს უფრო მეტ სისულელეებს ჩადის და არაბუნებრივად მხიარულია.

თევზები სტრესის დროს აქტიურად ეტანება ალკოჰოლს ან ფსიქოტროპულ პრეპარატებს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?