TOP სამი სანიმუშო შვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

TOP სამი სანიმუშო შვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სიმრავლით გვანებივრებს. გუშინ დედის დღეს აღნიშნავდა სრულიად საქართველო. ჩვენს საიტზე, უკვე გვაქვს რამდენიმე სტატია, რომელიც დედების თემატიკას ეხმიანება ასტროლოგიური კუთხით. ამჯერად კი გვინდა იმაზე გიამბოთ, ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ხოლმე ყველაზე სანიმუშო, ყურადღებიანი და თავდადებული შვილები. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კარგი შვილი ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის ადამიანი შეიძლება იყოს. ასტროლოგიური მოცემულობა მარტოოდენ ზოგად პოტენციალს განაპირობებს დანარჩენი კი, ჩვენი მონდომების ამბავია.

კირჩხიბი - მთვარე, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანას მართავს, კირჩხიბებში დედის მიმართ განსაკუთრებულ მიჯაჭვულობასა და სიყვარულზე აგებს პასუხს. ნებისმიერი სქესის კირჩხიბი აღმერთებს დედას, პატივს სცემს მას და თუნდაც დედას რთული ხასიათი ჰქონდეს, მთელი ცხოვრების მანძილზე ითვალისწინებს ამ უკანაკნელის აზრსა და შეხედულებებს. კირჩხიბები სანიმუშო, მოსიყვარულე შვილები და მზრუნველი მეოჯახეები არიან. მათთვის ოჯახის კულტი ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას.

ქალწული - მოვალეობის გრძნობა, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ხალხს ყველაზე მეტად აქვს განვითარებული ქალწულს აიძულებს, რომ პატივისცემითა და მოწიწებით მოეკიდოს საკუთარ მშობლებს. ქალწული ძალზე ობიექტური ადამიანია, აფასებს შრომას როგორც თავისას, ისე სხვისას და შესანიშნავად აცნობიერებს, თუ რამხელა შრომის გაწევა მოუხდათ მისი აღზრდა-განათლებისას მშობლებს. ამიტომ დიდ ასაკში იგი აუცილებლად შეეცდება იზრუნოს ამ ადამიანებზე და გაწეული ამაგი, უკან ჯეროვნად დაუბრუნოს.

თხის რქა - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს სხვებისგან უზომოდ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ტრადიციებისა და ფესვების სიყვარული და ოჯახისადმი თავდადება გამოარჩევს. თხის რქა კირჩხიბისგან განსხვავებით, საკმაოდ დამოუკიდებელია ემოციურად და არ განიცდის ფსიქოლოგიურ მიჯაჭვულობას დედ-მამის მიმართ. თუმცა ამ ადამიანების მხრიდან მისთვის გაწეულ ამაგსა და ზრუნვას, ყოველთვის ჯეროვნად აფასებს. იგი დიდ ასაკში მაქსიმალურად ზრუნავს მშობლებზე და ყოველთვის ცდილობს, რომ საქმით დაანახვოს ოჯახის წევრებს საკუთარი სიყვარული.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?