როგორ ეგუებიან ცხოვრებისეულ ცვლილებს ზოდიაქოს ნიშნები

როგორ ეგუებიან  ცხოვრებისეულ ცვლილებს ზოდიაქოს ნიშნები

შტრიხებით გამოირჩევიან. ვიღაც გასაოცრად სტრესგამძლეა, ვიღაცისთვის კი უდიდესი ტრანსფორმაციის მიზეზია ცხოვრებისეული სირთულეები. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ზოდიაქოს ნიშანზეა ამ შემთხვევაში დამოკიდებული

განსაკუთრებული სტრესგამძეობით, ბრძოლის უნარით და რთულ სიტუაციებში სულიერი მდგრადობით გამოირჩევიან ლომის, მორიელის, ვერძის, თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები. ასტროლოგები თვლიან, რომ ვერძებს ცხოვრებისეული სირთულეები გაათმაგებული ბრძოლისკენ უბიძგებთ, ლომებს თავმოყვარეობა არ აძლევთ დანებების საშუალებას, თხის რქები უფრო ჯიუტები და ამტანები ხდებიან, როცა სირთულეები ეღობებათ გზაზე, ხოლო მორიელს ისედაც არ შეუძლია ცხოვრება გამოწვევებისა და ფათერაკების გარეშე. მისთვის სტრესი და სირთულეები თავისებური "დოპინგია", რომელიც დროდადრო აუცილებლად სჭირდება.

მეტ-ნაკლებად ეგუებიან სირთულეებს მერწყულის, ტყუპის, სასწორისა და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები. მერწყული მეგობრების დახმარებით ახერხებს გაუმკლავდეს სტრესს, ტყუპი ცდილობს თავი აარიდოს პრობლემებს და სხვა რამეზე გადართოს გონება, სასწორი ხანგრძლივად ეძებს მხარდამჭერებს და შინაგანად ბალანსდება, თუკი ცხოვრებისეული სირთულეებისას გვერდით მეორე ნახევარი ეგულება. ხოლო კირჩხიბი ხანგრძლივი ნერვიულობის შემდეგ, როგორც გველი ისე იცვლის ტყავს, წარსულში ტოვებს განცდებს და ცდილობს ცხოვრება ხალი ფურცლით დაიწყოს.

ყველაზე მეტად უძნელდებათ ცხოვრებისეული ცვლილებების და სირთულეების გადატანა კუროს, ქალწულის, მშვილდოსნისა და თევზების ნიშნით დაბადებულებს. მშვილდოსნები მიუხედავად თავიანთი უდარდელობისა ძალზე ხშირად ვარდებიან ხანგრძლივ დეპრესიაში, როცა ცხოვრებაში ნაკლებად უმართლებთ. კუროსთვის კი ზოგადად ცვლილებები, მით უმეტეს დაუგეგმავი და მოულოდნელი საოცარი სტრესის წყაროა, ქალწულს წესიგი მოსწონს, ამიტომ ცდილობს მომავალიც პროგნოზირებადი ჰქონდეს და თუ ეს ასე არაა, საშინლად განიცდის. თევზები ცხოვრებისეული ქარტეხილებისას ცდილობს თავი ილუზიებს შეაფაროს, რაც ხშირად სასმელთან ან ნარკოტიკთან "დამეგობრებით" სრულდება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?