რომელი ფერის პომადაა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რომელი ფერის პომადაა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

გავლენა არამხოლოდ ხასიათის შტრიხებზე არამედ ჩაცმულობასა და მაკიაჟის ტენდენციებზეც კი ჰპოვებს ასახვას. დღეს გვინდა, ბევრი ქალის "დილემა" გადავჭრათ და მოგაწოდოთ რჩევები იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი ფერის პომადა გიხდებათ ყველაზე მეტად თქვენი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე...

ვერძი ბუნებით ავანტიურისტია; დინამიკური და ეთუზიასტი. მისთვის შესაბამისი იქნება მქრქალი წითელი ფერის პომადა.

ელეგანტურ და წარმტაც კუროს ღია იისფერი ფერის პომადა უფრო მეტ მომხიბვლელობას შესძენს.

თავქარიანი, ახირებული, ცვალებადი, – ასე ახასიათებენ ხშირად ტყუპს. მას ყველაფერი ახალგაზრდული და ცოცხალი მოსწონს. მისთვის შესაფერისი იქნება უფერული საცხი, რომელიც ბუნებრივად გამოკვეთავს ტუჩს.

კირჩხიბი ემოციური, გამომგონებელი და მუდამ სიყვარულის ძიებაში მყოფია, – ასეთ ქალებზე მამაკაცები აფანატებენ. მას ღია ყავისფერი პომადა მოუხდება.

შემოქმედ, ნიჭიერ და კეთილშობილ ლომს

ბრინჯაოსფერი პომადა დაამშვენებს. არ დაგავიწყდეთ ბზინვარე საცხი.

იდუმალმა და მგრძნობიარე ქალწულმა არჩევანი ბრჭყვიალა ვარდისფერი პომადაზე უნდა შეაჩეროს.

მომხიბლავ, ქალურ და გულღია ხასიათის სასწორს ბზინვარე ვარდისფერ-ჟოლოსფერი პომადა უფრო მეტ მომხიბვლელობას შესძენს.

მორიელი ვნებიანი, ძლიერი და ინტუიცია განვითარებული ნიშანია. მას ოქროსფერი პომადა მოუხდება.

ოპტიმისტმა და ფილოსოფიურად განწყობილმა მშვილდოსანმა არჩევანი მქრქალ ფორთოხლისფერ პომადაზე უნდა შეარჩიოს.

მხიარულ, ამბიციურ და დისციპლინის მოყვარულ თხის რქას მუქ ყავისფერ პომადას ვურჩევთ.

ერთგული, მეგობრული, და მზრუნველი, – ასე ახასიათებენ გარშემო მყოფები მერწყულს, რომელსაც სპილენძისფერ, ბრჭყვიალასაცხიან პომადას ვთავაზობთ.

ემოციურ, მგრძნობიარე სენტიმენტალურ თევზებს ღია ჩალისფერი პომადა და ამავე ფერის ბზინვარე საცხი მოუხდება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?