საიმისოდ რომ თქვენი ოჯახი ჰარმონიული იყოს ანუ როგორ შევარჩიოთ მეუღლე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

საიმისოდ რომ თქვენი ოჯახი ჰარმონიული იყოს   ანუ როგორ  შევარჩიოთ მეუღლე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თუ ასე ვერ ხერხდება, იწყება დაუსრულებელი დავა-კამათი, ურთიერთბრალდებები და ჩხუბი. ამ დროს კი შესაძლოა არც ერთი მხარე არ ტყუოდეს... უბრალოდ, ისინი სულ სხვა "ფაზლის" გმირები არიან. ესაა და ეს.

სწორედ ამიტომ აუცილებელია, მინიმუმ იმის ცოდნა მაინც თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანს მიეკუთვნება თქვენი მეუღლე, საიმისოდ, რომ მის ხასიათში არსებულ ნიუანსებს მარტივად აუწყოთ ფეხი.

Astrologia

ასტროლოგიურად არსებობს ოთხი სტიქია, თითოეულ სტიქიაში ერთიანდება სამი ზოდიაქოს ნიშანი. ამასთან ერთად, არსებობენ ე.წ. "მონათესავე" და ნაკლებად თავსებადი სტიქიებიც. ამიტომ მონათესავე სტიქიის ხალხი მაგ. მიწის (კურო, ქალწული, თხის რქა) და წყლის (მორიელი, კირჩხიბი, თევზები) ნიშნები, უკეთ უგენებენ ერთმანეთს.

ამგვარ წყვილში საკვანძო ურთიერთგადაკვეთის წერტილი არის ის, რომ ნებისმიერი მათგანი ორიენტირებულია კომფორტზე, სიმყუდროვეზე, ოჯახურ ფასეულობებზე. მათ უმეტესობას გაცილებით უფრო "პრივატული" კავშირი სჭირდება. შესაბამისად, კარგი ოჯახის შექმნის შანსიც დიდია.

Astrologia

რაც შეეხებათ ცეცხლებს (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) და ჰაერებს (ტყუპი, სასწორი, მერწყული) მათ შორის ხშირია თავბრუდამხვევი და ხმაურიანი რომანები. თუმცა, ასევე ხშირია განქორწინება, ან პერიოდული კრიზისის შემდეგ ამაღელვებელი შერიგებები.

ასეთ ხალხს ცხოვრება არ შეუძლია ხმაურისა და აქტიურობის გარეშე. შესაბამისად, მათი ოჯახები არცთუ მყარია. თუმცა, ერთად ცხოვრებისას ისინი არასოდეს იწყენენ.

განსაკუთრებული დისონანსი იქმნება, როცა ნაკლებთავსებადი სტიქიის ადამიანები უკავშირებენ ბედს ერთმანეთს. თუმცა, აქაც არ არსებობს წესი, გამონაკლისის გარეშე.

Astrologia

მაგალითისთვის ავიღოთ - ვერძი, რომელიც ბედს უკავშირებს თხის რას, ან ტყუპი, რომელმაც ცხოვრების გატარება მორიელთან გადაწყვიტა. პირველ შემთხვევაში ორი "რქიანი" ინდივიდის ერთად ყოფნა, გამოიწვევს ხშირ და აბსურდულ ბრძოლას ძალაუფლებისთვის. ვერძი ვერ იტანს შენიშვნებს, თხის რქას კი მიაჩნია, რომ პერიოდულად ჭკუა უნდა დაარიგოს მას . ხოლო თავქარიანი ტყუპი ვერ ითვალისწინებს იმას, რომ ბუნებით ეჭვიან და მესაკუთრე მორიელს სულაც არ ეპიტნავება მისი აქტიური, კომუნიკაბელური ხასიათი და ჩვევა - გარშემო ყველა დაიმეგობროს.

Astrologia

რთულია სიტუაცია მაშინაც, როცა ბუნებით ხელმომჭირნე და წინდახედული კურო ფუფუნების მოყვარულ, არისტოკრატ ლომზე ქორწინდება. ლომი ვერასოდეს გაიგებს რატომ დგება ცუდ ხასიათზე მისი მეუღლე, როცა იგი საკმარისზე მეტ თანხას გაატანას ხოლმე ქარს, კუროს კი ძვირად ღირებულ და გამოუსადეგარ სუვენირებს, რაშიც ლომი კოლოსალურ თანხებს ანიავებს ბებიის ნაქონი ჭრაჭუნა ლოგინი ურჩევნია. მოკლედ, ამ ორს შორის, მუდამ იქნება დავა ფულზე.

Astrologia

არანაკლებ რთულადაა საქმე, როცა წყვილში ვხვდები კიდევ ერთ "შერეულ კატეგორიას" - კირჩხიბი/სასწორის წყვილს. ასეთ დროს, შესაძლოა წყვილის ძირითადი პრობლემა ემოციური დისჰარმონია იყოს. ის რაც უდიდეს ტრაგედიად ეჩვენება სენსიტიურ კირჩხიბს, აბსოლუტურად სასაცილო და გაუგებარი შეიძლება იყოს სასწორისთვის , რომელიც მიჩვეულია, რომ ნებისმიერ კონფლიქტში ორივე მხარის ინტერესები გაითვალისწინოს. კირჩხიბს კი მეუღლის სახით ქომაგი და თანამდგომი სჭირება. ამიტომ სასწორულ დიპლომატიას იგი არც მეტი, არც ნაკლები ღალატად მონათლავს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?