ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც გასაოცარი გამძლეობით გამოირჩევიან

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც გასაოცარი გამძლეობით გამოირჩევიან

სტრესის მიმართ გამძლეობა ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნის მახასიათებელი თვისებაა. მყარი ნერვული სისტემით ნებისმიერი ადამიანი ვერ დაიკვეხნის. საამისოდ გენეტიკურ ფაქტორთან ერთად, ვარსკვლავების კეთილგანწყობაც ყოფილა საჭირო. არსებობს სულ რამდენიმე ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული გამძლეობით და ამტანობით გვაკვირვებს ხოლმე...

ნებისყოფითა და გამძლეობით გამორჩეულ ნიშნებად ასტროლოგები ვერძებს, თხის რქებს და მორიელებს მიიჩნევენ.

ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანი და ლიდერული თვისებებით დაჯილდოებულია. ზოდიაქოს ამ ნიშანს პლანეტა მარსი მართავს, რომელიც თავის მხრივ ამ ხალხს ანიჭებს ბრძოლისუნარიანობას, პრინციპულობას, აგრესიულობას და სიმამაცეს ხასიათში. ვერძს არასოდეს აშინებს სირთულეები და ყოველ ჯერზე დამარცხებული, ახალ-ახალი გამარჯვებისთვის იკრებს ხოლმე ძალას. ნებისმიერი წაქცევა მისთვის ახალი აღმასვლის დასაწყისია. ამიტომაც არის ეს ხალხი გარშემო მყოფებისთვის მოტივაციის მიმცემი და სიცოცხლის სტიმული.

თხის რქა პლანეტა სატურნის მართვის ქვეშ იმყოფება, სატურნი კი როგორც ცნობილია, დროს მართავს. ამიტომ თხის რქებს გასაოცარი მოთმინების უნარი გააჩნიათ. ეს ადამიანები წლების მანძილზე იტანენ სტრესს და სირთულეებს ჯიუტად არ ეპუებიან. მათ უმეტესობას აქვს ძალა საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობა აიღოს გარშემო მყოფთა მიმართ და ბოლომდე ზიდოს ამ პასუხისმგებლობის უღელი. თხის რქებს შესაშური ჯანმრთელობა აქვთ. ამიტომ ისინი თითქმის ყოველთვის უხუცესთა კატეგორიაში შედიან. მათი სასიცოცხლო ფორმულა საკმაოდ ხანგრძლივია ყოველთვის.

მართალია, მორიელი წყლის სტიქიის ნიშანია, მაგრამ ემოციურობასთან ერთად მას უზომოდ დიდი მოთმინების უნარიც გააჩნია. მორიელი ბუნებით კარგი ფსიქოლოგია, ამიტომ ადამიანებით მანიპულირების ნიჭი აქვს და შეუძლია ლოდინიც საიმისოდ, რომ შესაფერისი მომენტის დადგომით იზეიმოს შემდგომ ან შანსები გამოიყენოს. მორიელის ნიშანს ორი უძლიერესი პლანეტა მარსი და პლუტონი მართავს. ერთიც და მეორეც ომისა და ბრძოლის ენერგეტიკის მქონე პლანეტებია. ამიტომ მორიელი დაბადებიდან მებრძოლია და სირთულეები მისთვის საყვარელი გამოწვევაა ცხოვრებაში. მეტიც, მას არ შეუძლია იცხოვროს ფათერაკების გარეშე და ხშირად თავად ეძებს მას.