ზოდიაქოს რომელ ნიშანთან ქორწინება გპირდებათ გამდიდრებას

ზოდიაქოს რომელ ნიშანთან ქორწინება გპირდებათ გამდიდრებას

კონკრეტული, ინდივიდუალური სცენარით ვითარდება. თუმცა, ასტროლოგიურად არსებობს ურთიერთობის რამდენიმე ტიპი, რომელიც თავის თავში პარტნიორებს შორის სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას და ემოციურ-მენტალური კომუნიკაციის ფორმას მოიაზრებს. ამჯერად გვინდა ზოდიაქოს იმ ნიშნებზე ვისაუბროთ, ვისთან რომანი ან ქორწინებაც თქვენთვის შესაძლოა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობად იქცეს. თუკი თქვენ თქვენგან მეორე ნიშანს აირჩევთ ცხოვრების თანამგზავრად შესაძლოა პარტნიორთან ერთად საერთო ბიზნეს საქმიანობაც კი წამოიწყოთ წარმატებულად.

ვერძი - ტყუპი

კურო - კირჩხიბი

ტყუპი - ლომი

კირჩხიბი - ქალწული

ლომი - სასწორი

ქალწული - მორიელი

სასწორი - მშვილდოსანი

მორიელი - თხის რქა

მშვილდოსანი - მერწყული

თხის რქა - თევზები

მერწყული - ვერძი

თევზები - კურო

ჩვენგან მეორე ნიშანი ეს ის ადამიანია, ვისაც ჩვენს ცხოვრებაში კომფორტის ზონის შექმნა შეუძლია. ასეთ ადამიანთან თავს, როგორც წესი ყოველთვის მყუდროდ, მაგრამ ცოტა მოწყენილად ვგრძნობთ. თუმცა, სწორედ მას შეუძლია საჩვენოდ ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება და ხშირად საკუთარი ნებითაც კი იღებს იგი თავის თავზე, ამა თუ იმ მძიმე მოვალეობის შესრულებას ჩვენ სანაცვლოდ. ეს არის ერთ-ერთი პოზიტიური კავშირი ოჯახური და პარტნიორული ურთიერთობების კუთხით, მაგრამ სასურველია, თუ მეორე ნიშნის მფლობელი მამაკაცია პირველის კი ქალი (მაგ. ვერძი ქალი – კურო მამაკაცი). იმიტომ რომ, ოჯახის ბიუჯეტი ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო სტაბილური და მზარდი იქნება. ბიზნესის კუთხით, ჩვენგან მეორე ნიშანს ძირითადად ჩვენ მიერ მოფიქრებული იდეების ხორცშესხმის ფუნქცია ეკისრება. როგორ წესი, მეორე ნიშნის მფლობელი სიამოვნებით დებს ინვესტიციას პირველი ნიშნის კრეატივში. და არცთუ უსაფუძვლოდ! სამომავლოდ ასეთი პროექტები მართლაც რომ წარმატებული და ფინანსურად მომგებიანი გამოდის.