გურმანების ჰოროსკოპი

გურმანების ჰოროსკოპი

მარტოოდენ თქვენს ხასიათსა და ვიზაულურ თავისებურებებზე ახდენს გავლენას? არა და არა, როგორც აღმოჩნდა, ასტროლოგია ადამიანში არსებულ გურმანულ მდრეკილებებზეც ჰპოვებს ასახვას. მსოფლიოში ცნობილ რესტორატორებსა და კულინარიის "მამებს" თუ გადახედავთ, უფრო სწორად მათი დაბადების თარიღებს დააკვირდებით მიხვდებით, რომ ვარსკვლავებს რამდენიმე კონკრეტული ზოდიაქოს ნიშანი "უყვარს" განსაკუთრებულად ამ მხრივ.

1. კურო – კუროს ზოდიაქოს პლანეტა ვენერა მართავს, რომელიც სილამაზისა და სიამოვნების თემას განაგებს თავის მხრივ. ამიტომაცაა კუროების უმეტესობას რომ კომფორტთან და ლამაზად გაფორმებულ საკვებთან ერთად, გემრიელი ჭამა-სმისკენაც აქტიურად გააჩნიათ მიდრეკილება. კუროს ხორციანი საკვები უყვარს, თუმცა არც მჟავეულობასა და ტკბილეულზე ამბობს უარს. ამ ხალხის უმეტესობას არასოდეს ენანება ფული ხარისხიანი საკვების შეძენაზე. თუმცა, ძალზე ხშირად ისინი თავს იკავებენ რაიმე ტიპის ეგზოტიკური საჭმლის გასინჯვისგან და მადას ტრადიციული, ნაცნობი კერძებით იოკებენ.

2. კირჩხიბი – კირჩხიბის ზოდიაქოს მმართველად მთვარე ითვლება. ანატომიურადაც კიბოს ზოდიაქოს კუჭი შეესაბამება. ამიტომ, გასაკვირი არ უნდა იყოს ის ფაქტი, თუ რატომაა ნებისმიერი კირჩხიბისთვის კვების საკითხი წმიდათაწმიდა თემა. კირჩხიბების დიდი ნაწილი სიამოვნებით მიირთმევს წვნიანსა და ბოსტნეულს. მათ ასევე ძალიან უყვართ სასმელიც, როგორც ალკოჰოლური ისე უბრალოდ ჩაი ან ყავა. ბევრ კირჩხიბს მოსწონს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება და აქტიურად ეტანება რძის პროდუქტს ან ეკოლოგიურად სუფთა საკვებს. მათთვის ოჯახის სურსათით მომარაგება არასოდესაა დამღლელი და მომაბეზრებელი პროცედურა. პირიქით, ისინი სიამოვნებითაც კი ასრულებენ ამას.

3. მშვილდოსანი – მშვილდოსნების დიდი ნაწილი აქტიური ცხოვრების წესითა და გასაოცარი ჭკუამხიარულობით გამოირჩევა. მშვილდოსნებს უყვართ ხმაურიანი შეკრებებისა და საღამოების მოწყობა, პიკნიკები მეგობრებთან ერთად და ა.შ. მათ უმრავლესობას მოსწონს პიკანტური და ეგზოტიკური კერძების გასინჯვა-დაგემოვნება. ამასთან ერთად, ისინი ხშირად თავადაც სიამოვნებით ტრიალებენ სამზარეულოში და ერთობ ოსტატურად ახერხებენ, ერთბაშად რამდენიმე თავი გემრიელი კერძის მომზადებას.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?