7 ნიშანი, რომელიც ამტკიცებს რომ ინდიგო ადამიანი ხართ

7 ნიშანი, რომელიც ამტკიცებს რომ ინდიგო ადამიანი ხართ

ეს ადამიანები სოციალურად მოთხოვნადები და აქტიურები არიან. გამოირჩევიან მასშტაბური ხედვით და ნაკლებად ახასიათებთ წვრილმანებზე ფიქსირება.

ინდიგოს ფენომენი საუკუნეების მანძილზე არაერთგზის დაფიქსირებულა კაცობრიობის ისტორიაში სხვადასხვა გენიალური ადამიანების სახით. თუმცა, მათი რიცხვი განსაკუთრებულად გაიზარდა 2003 წლის შემდგომ, როცა პლანეტების სპეციფიკური შეერთების შედეგად ცაზე უკვე მთელი თაობა წამოვიდა ე.წ. "იისფერი რასის" წარმომადგენლების. მიჩნეულია, რომ ზუსტად ეს თაობა შეცვლის უახლოეს მომავალში სამყაროს უკეთესობისკენ.

მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ თავად თქვენც ხშირად "თეთრი ყვავივით" გრძნობთ თავს გარშემო მყოფებს შორის არ არის გამორიცხული, ზემოჩამოთვლილ "იისფერ რასას" განეკუთვნებოდეთ. აი, შვიდი უმთავრესი თვისება რომელიც ინდიგო ადამიანს გამოარჩევს სხვებისგან:

1. გამუდმებით გაგაჩნიათ კითხვები - ბავშვობის ასაკიდან მოყოლებული "რატომ" თქვენი საყვარელი შეკითხვაა.

2. არ აღიარებთ ავტორიტეტებს, არ ემორჩილებით იაერარქიას და რეჟიმს - ინდიგო შინაგანად თავისუფალი ადამიანია. მისთვის არ არსებობს ჩარჩოები.

3. არ შეგიძლით უყუროთ როგორ იტანჯებიან სხვები - ინდიგოები უდიდესი ჰუმანიზმითა და სიყვარულით არიან გამორჩეული მთლიანი კაცობრიობის მიმართ.

4. გიჟდებით ცხოველებზე - ინდიგოებს შორის ძალიან ბევრი ცხოველთა დამცველი გვხვდება.

5. არასოდეს ვარდებით სასოწარკვეთილებაში - ინდიგოებს მასშტაბური აზროვნება აქვთ. ამიტომ არასოდეს ცხოვრობენ ეს ადამიანები მხოლოდ "ერთი დღის ემოციებით".

6. ხანდახან უცნაური ემოციები გეუფლებათ - ინდიგო ინტერესდება სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობით, ფსიქოლოგიით, ეზოთერიკით. ხშირად ხედავს გაორებულ ციფრებს მაგ. 11.11

7. ასეთი ადამიანები ცხოვრების მიზანს და არსს დაუღალავად ეძებენ - ინდიგოებისთვის ცხოვრებისეულ მიზანს გამდიდრება, დაოჯახება ან კარგი სამსახური არ წარმოადგენს. მათთვის პრიორიტეტული ზოგადსაკაცობრიო თემებია - მაგალითად იპოვოს კიბოს წამალი, გადაარჩინოს იშვიათი სახეობის ცხოველები გადაშენებას და ა.შ.