ზოდიაქოს რომელ ნიშანთან გექნებათ განსაკუთრებული სიყვარული და მზრუნველი ურთიერთობები

ზოდიაქოს რომელ ნიშანთან გექნებათ განსაკუთრებული სიყვარული და მზრუნველი ურთიერთობები

კონკრეტული, ინდივიდუალური სცენარით ვითარდება. თუმცა, ასტროლოგიურად არსებობს ურთიერთობის რამდენიმე ტიპი, რომელიც თავის თავში პარტნიორებს შორის სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას და ემოციურ-მენტალური კომუნიკაციის ფორმას მოიაზრებს.

ჩვენი ზოდიაქოს ნიშნიდან რიგით მეხუთე ნიშანთან, როგორც წესი ჩვენ განსაკუთრებული სასიყვარულო რომანები და ნაზი, ზრუნვის მომენტი გვაკავშირებს. ამ ადამიანებს, როგორც წესი, მშობლებივით ვექცევით და ვზრუნავთ ხოლმე მათზე. ისინიც საპასუხო გულწრფელ სიყვარულს გვიბრუნებენ ყოველთვის.

ვერძი - ლომი

კურო - ქალწული

ტყუპი - სასწორი

კირჩხიბი - მორიელი

ლომი - მშვილდოსანი

ქალწული - თხის რქა

სასწორი - მერწყული

მორიელი - თევზები

მშვილდოსანი - ვერძი

თხის რქა -კურო

მერწყული - ტყუპი

თევზები - კირჩხიბი

ჩვენგან მეხუთე ნიშანთან, როგორც წესი, ჩვენ ერთგვარი "დედა-შვილური" დამოკიდებულება გაგვაჩნია. ხშირად ცხოვრებისეული სიტუაცია და თავად ურთიერთობის პერიპეტიები ლაგდება ისე, რომ ჩვენგან მეხუთე ნიშანზე გვინდა თუ არა ეს, გვიწევს ვიზრუნოთ, როგორც ბავშვზე. საქმიან კავშირში უფრო ხშირად ამ მხრივ, მომგებიანი თავად მეხუთე ნიშნის წარმომადგენლის პოზიციაა ვიდრე ჩვენი. იგი ჩვენი სახით სპონსორს, ემოციურ დასაყრდენს პოულობს; ჩვენ კი მათგან გულწრფელ სიყვარულს და პატივისცემას ვიღებთ. სამაგიეროდ, ამ ტიპის კავშირი იდეალურია ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობის კუთხით. მით უმეტეს, თუ მეხუთე ნიშნის მფლობელი ქალია, პირველის კი – კაცი. თუკი თქვენი შვილი დაიბადა თქვენგან მეხუთე ნიშნის ქვეშ, ეს იმას ნიშნავს, რომ მასთან თქვენი ურთიერთობა ჰარმონიული და სიყვარულით სავსე იქნება.