როგორ დავიმსახუროთ ადვილად ადამიანის სიმპათია მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე

როგორ  დავიმსახუროთ ადვილად ადამიანის სიმპათია მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე

ცხოვრებაში ერთი ადამიანი მაინც, რომელთანაც ძალზე რთულია საერთო ენის გამონახვა. ზოგჯერ იგი ჩვენი მეზობელია, ზოგჯერ – თანამშრომელი, ხან კი სულაც უფროსი. ჰოდა, რა უნდა ვქნათ ასეთ შემთხვევაში? საკუთარ პრინციპებს ავყვეთ, ვიჩხუბოთ ე.წ. "თავზე დავახუროთ" და შემდეგ გამარჯვებული სახით დავტოვოთ ბრძოლის ველი? არამც და არამც! აჯობებს უთანხმოების მიზეზები ოპონენტის ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით მოაგვაროთ და კომპრომისის ხარჯზე, დღევანდელი მტერი ხვალინდელ მეგობრად და მოკავშირედ გადააქციოთ. მაშ ასე, როგორ მოვიქცეთ, თუ საერთო ენის გამონახვა გვიძნელდება:

ვერძთან სიჯიუტე მოთოკეთ. არასოდეს გაეჯიბროთ პროფესიონალურ მიღწევებში, თუკი რაიმეს კეთება მასზე უკეთ გამოგდით ნუ გააკეთებთ ამის აფიშირებას საჯაროდ. ჰკითხეთ რჩევა და ამ ჟესტით მოხიბლულს საკუთარი მოსაზრება და პრეტენზიაც დელიკატურად შეაპარეთ. თუკი ვერძს ჯიბრში არ ჩაუდგებით, იგი ყოველთვის გაითვალისწინებს თქვენს აზრს.

კუროსთან უყურადღებობას, უპასუხისმგებლობას და სიზარმაცეს ნუ მისცემთ ინტენსიურ ხასიათს. თუ ის თქვენი უფროსია შესაძლოა პირველივე ჯერზე არ მიგითითოთ ნაკლზე, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მან რამე ვერ შეამჩნია. იყავით მოწესრიგებული და საიმედო. ასე კურო საკუთარ მოკავშირედ ჩაგთვლით. თუკი ყველაფერ ამასთან ერთად ერთი ორჯერ გემრიელ ლანჩზეც მიიპატიჟებთ, ჩათვალეთ, რომ მისი გული მოგებული გაქვთ.

ტყუპთან მეტი გახსნილობა, კომუნიკაცია და ნაკლები პრეტენიზულობა მოგეთხოვებათ. თუკი თქვენი ნაცნობი ტყუპი ნერვებზე მოქმედებს საკუთარი ცვალებადობითა და უპასუხისმგებლო საქციელით, მაქსიმალურად მოერიდეთ მასთან ერთად საერთო საქმის კეთებას. მაგრამ აგრძნობინეთ, რომ ინფორმაციის მოძიების კუთხით მასზე უკეთეს "რესერჩერს" ვერსად იპოვით. ტყუპი აფასებს ამგვარ ნდობას და ყოველთვის მოგამარაგებთ ცხელ-ცხელი ინფორმაციით.

კირჩხიბი ალბათ გულს გამუდმებული წუწუნითა და ოჯახის წევრებზე მრავალსაათიანი საუბრებით გიწყალებთ. მაგრამ საიმისოდ, რომ ამ ადამიანის მეგობრობა დაიმასხუროთ, სასურველია, პერიოდულად ყურადღებით მოუსმინოთ მის მონათხრობს და მხარიც აუბათ საკუთარი ოჯახის წევრების შესახებ მოყოლილი ისტორიებით. კიბო თავისნაირად ანუ "შინაურად" ჩაგთვლით და მასზე კარგი დასაყრდენი სამსახურში ან მეგობრობაში არავინ გეყოლებათ.

ლომი სხვების ნევრვებზე მედიდურობითა და ტრაბახისადმი ქრონიკული მიდრეკილებით მოქმედებს. მაგრამ თუკი თქვენ ამის გამო მასხრად აიგდებთ მის შესაძლებლობებს, შესაძლოა, სამუდამოდ გადაიმტეროთ იგი. აღიარეთ მისი უპირატესობა, თუნდაც საერთოდ არ თვლიდეთ ასე. ხშირად შეუქეთ ლაპარაკის მანერა, ჩაცმულობის სტილი ან სუნამო, რომელსაც ხმარობს. იგი მალე ოთხ თათზე დამდგარ მოთვინიერებულ ფისუნიას დაემსგავსება თქვენ წინაშე მორიგი კომპლიმენტის მოლოდინში.

ქალწული გარშემო მყოფთა გაღიზიანებას ზედმეტი კრიტიკულობით, სიძუნწითა და პედანტიზმით იწვევს. ნუ აუშარდებით მას ამის გამო. თორემ გამორიცხული არ არის მნიშვნელოვანი ოფიციალური დოკუმენტების გაფორმებისას აღმოჩნდეს, რომ დამღუპველი შეცდომები გაგეპარათ სადღაც. ქალწულის სისუსტე თავის მოვლის, დიეტოლიგიისა და კვების საკითხებია. ხშირად გაუზიარეთ თქვენი მოსაზრებები ამ მხრივ და კომპეტენტური რჩევაც კითხეთ. იგი ძალიან დააფასებს ამას.

სასწორი იშვიათად იწვევს ვინმეს გაღიზიანებას იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ღიმილისა და დიპლომატიურობის განსახიერებაა. თუმცა ზოგჯერ სწორედ ამ "ქრონიკულად ტკბილი" იმიჯის გამოც შეიძლება გული მოგივიდეთ მასზე. არასოდეს უეხეშოთ სასწორის. აჯობებს სახელოვნებო სფეროებზე, მოდასა და დიზაინზე ესაუბროთ. იგი გიჟდება ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე და სიამოვნებით გაატარებს თქვენთან ერთად რამდენიმე საათს ჭიქა ჩაის თანხლებით, სასიამოვნო საუბარში.

მორიელს საკმარისზე მეტი მიზეზი გააჩნია საიმისოდ, თუ რატომ შეიძლება გულზე არ ეხატებოდეს ვინმეს. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ თავად მას ეს ფაქტი დიდად ადარდებს. მტრების მიმართ გულგრილობა მორიელის საუკეთესო თვისებაა. საიმისოდ, რომ ეს ადამიანი თქვენს მოკავშირედ აქციოთ, ზედმეტი ფამილარობა და გადამეტებული ენის მოჩლექით საუბარი არ დაიწყოთ მასთან. დაანახვეთ, რომ პატივს სცემთ, თუმცა მონურად არ ემორჩილებით. მორიელს საკუთარი თავის რწმენის მქონე და სამართლიანი ხალხი იზიდავს. თუ მან დაინახა, რომ მის ტერიტორიას დაუკითხავად არ კვეთთ, შესაძლოა დადებითად განიმსჭვალოს თქვენს მიმართ.

მშვილდოსანი გარშემო მყოფთა გაღიზიანებას გაუთავებელი ლაქლაქისა და ბაქიაობის სიყვარულით, ცვალებადი ხასიათით და მოუხეშავობით იწვევს. იმ შემთხვევაშიც კი თუ მან აი უკვე მეხუთედ გადაასხა თქვენს სამუშაო მაგიდაზე მნიშვნელოვან საბუთებს ცხელი ყავა, ნუ გაბრაზდებით მასზე. იმიტომ რომ მასთან შესანიშნავად შეგიძლიათ ისაუბროთ ისეთ თემებზე როგორიცაა: სპორტი, ლაშქრობა და მოგზაურობა. მას მერე კი, რაც თავს თქვენ მეგობრად ჩათვლის, ყავის ჭიქა უბრალოდ ცხვირწინ ააცალეთ ხოლმე მაგიდასთან მოახლოვებისას.

თხის რქა სნობიზმით, გადამეტებული სიმკაცრითა და ვორკოჰოლიკობით აღიზიანებს ბევრს. ამ ადამიანებს ძალზე მყარი შეხედულებები გააჩნიათ ყველაფერზე და იშვიათად იცვლიან აზრს ამ მხრივ. საიმისოდ რომ თხის რქა თქვენს მოკავშირედ აქციოთ, ხშირად ისაუბრეთ პროფესიულ მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე. სთხოვეთ კომპეტენტური რჩევა ან რეკომენდაცია ამ კუთხით. იგი აუცილებლად დააფასებს თქვენს საქციელს და ნელ-ნელა ნაკლებად ოფიციალური გახდება ურთიერთობაში.

მერწყული ექსცენტრიკულობით, თვითნებურად მოქცევის სიყვარულითა და არაპროგნოზირებადობით ხდება გამაღიზიანებელი სხვისთვის. თუმცა თუ ამ ადამიანის მიმართ მეგობრულად განეწყობით, იგი აუცილებლად გადმოდგამს საპასუხო ნაბიჯს. საუკეთესო თემა მასთან დასაახლოვებლად არის მფრინავი თეფშები, მისტიკა, ფენშუი და ასტროლოგია.

თევზები ზედმეტად გულჩვილი, ბუტია და წყენია ინდივიდები არიან. ამასთან ერთად, ხშირად სიტყვაძუნწები და ასოციალურები. მათთან კონტაქტში შესვლას დრო და მოთმინება სჭირდება. თუ გსურთ თევზი თქვენი პიროვნებით მოიხიბლოს, ხშირად დაპატიჟეთ ჭიქა ჩაიზე რომანტიკულ გარემოში. ასე იგი სასაუბროდ განეწყობა და შეეცდება გაიხსნას თქვენთან.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?