ზოდიაქოს TOP სამი ყველაზე მატყუარა და მანიპულატორი მამაკაცი

ზოდიაქოს TOP სამი   ყველაზე მატყუარა და მანიპულატორი მამაკაცი

ცხოვრებაში ინდივიდუალური სცენარით ვითარდება. ამიტომ ერთისთვის მიუღებელი პარტნიორი, ვიღაც სხვისთვის შესაძლოა ცხოვრების აღმოჩენად იქცეს. ყველაფერი კი დამოკიდებულია პირადი ჰოროსკოპების თავსებადობაზე. თუმცა, ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობენ კონკრეტულ ნიშანზე დაბადებული მამაკაცები, ვისაც ცხოვრებაში ყველაზე ხშირად აქვს პრობლემები ქალებთან და როგორც წესი, ასეთი კაცი არაერთი გატეხილი გულის ავტორია...

ტყუპი - გაორებული და არაპროგნოზირებადი ხასიათი აქვს. ამასთან ერთად მალე სწყინდება ერთი პარტნიორი და არც ოჯახური რუტინაა მისთვის მისაღები. თანაც, ენა საოცრად უჭრის და ქალებს თავს იოლად, პირველივე პაემანზე აყვარებს. თუმცა, თავისი დანაპირების 20%-საც კი არ არსულებს არასოდეს. მისთვის მარტივია ორმაგი რომანების წამოწყებაც. ასევე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია ფლირტის გარეშე.

მშვილდოსანი - ზოდიაქოს ცნობილი "კაზანოვაა". როგორც წესი, ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს ცხოვრების მანძილზე არაერთი რომანი და ქორწინება აქვთ. მშვილდოსნები იდეალისტები არიან, ამიტომ მარტივად შეიძლება შეუყვარდეთ ვინმე და ამ დროს გულით სჯერათ, რომ ეს ვიღაც მისთვის ერთადერთი და განუმეორებელია. თუმცა ეს რწმენა, სულ მალე ცხოვრებისეულ რეალობას ეჯახება და მშვილდოსანი სინდისის ქენჯნის გარეშე იწყებს ხოლმე, ახალი და უფრო იდეალური პარტნიორის ძიებას.

მერწყული - ყველაზე ექსცენტრიკული, არაორდინალური და თავისუფლების უზომოდ მოყვარული მამაკაცია. მერწყულს რომ დაქორწინება აიძულოს, ქალს გასაოცარი მოთმინება ესაჭიროება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცები, ვერ იტანენ ვერანაირი სახის პასუხისმგებლობასა და შეზღუდვებს. ამიტომ თუკი პარტნიორისგან ეჭვიანობის მომენტი ან მესაკუთრული გრძნობები დაფიქსირდა, უკანმოუხედავად ტოვებენ მას და ეძებენ გაცილებით უფრო ლოიალურ მეწყვილეს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?