აპრილის ფინანსური ჰოროსკოპი

აპრილის ფინანსური ჰოროსკოპი

წარმატებული და ნაკლებ წარმატებული პერიოდები. რაღა თქმა უნდა, ეს ფინანსურ სფეროსაც შეეხება. მით უმეტეს, რომ ეს საკითხი რიგითი მოკვდავის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია დღესდღეობით. მაშ ასე, როგორი იქნება აპრილი ფინანსური კუთხით ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულისთვის...

ვერძი აპრილის მეორე ნახევრიდან იწყება თქვენთვის ფინანსურად გაცილებით უფრო მომგებიანი პერიოდი. თვის დასაწყისი კი წვრილმანი ფულადი ვალდებულებების მოგვარებას უნდა დაუთმოთ.

კუროსთვი ს აპრილი საკმაოდ მომგებიანი პერიოდია ფინანსურად. განსაკუთრებით აქტუალური შანსები ამ მხრივ აპრილის 17 რიცხვამდე იქნება.

ტყუპისთვის აპრილის ბოლომდე აკრძალულია მანიპულაციები და ფინანსური ავანტურა. არსებულ რესურსს მოუფრთხილდით და ეცადეთ ფული ეკონომიურად ხარჯოთ.

კირჩხიბებს აპრილის 21 რიცხვამდე ფინანსურად სტაბილურ პერიოდს პირდებიან ვარსკვლავები. თუმცა, თვის ბოლოდან მზად უნდა იყოთ გარკვეული შეფერხებებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის.

ლომების უმეტესობას 7-9, 12-15 და 17-19 აპრილის პერიოდში რეალური შანსები ეძლევა გარკვეული წინსვლა ჰქონდეს ფინანსური კუთხით. თვის დანარჩენ დღეებში კი აჯობებს სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ ფულთან.

ქალწულების უმეტესობისთვის აპრილის 20 რიცხვის შემდგომ დგება ფინანსურად მომგებიანი პერიოდი. თუმცა, სასურველია, მანამდე წინა თვეში დაგროვილი ფინანსური ვალდებულებები დაასრულოთ აუცილებლად.

სასწორისთვის

თვის შუა პერიოდი - კერძოდ კი 19-22 აპრილის პერიოდია ყველაზე მომგებიანი ფინანსური კუთხით. სხვა პერიოდში სასურველია თავი შეიკავოთ მსხვილი დანახარჯებისაგან.

მორიელისთვის 16-21 აპრილის პერიოდი განსაკუთრებით საფრთხილოა ფინანსური კუთხით. ამ პერიოდში ერიდეთ გაუაზრებელ ქმედებებს და ნაკლებად გარისკეთ საქმეებში, რომელიც ფულს ეხება. სამაგიეროდ, თვის ბოლო დეკადა აუცილებლად გაგახარებთ.

მშვილდოსნები, განსაკუთრებით ამ ნიშნის ის წარმომადგენლები, ვისი პროფესიაც რეკლამას, კომერციას ან შემოქმედებას უკავშირდება აპრილის 20 რიცხვიდან დაინახავენ რეალურ შედეგს ფინანსური კუთხით.

თხის რქას ასტროლოგები მშვიდ თვეს უწინასწარმეტყველებენ, თვის ბოლო პერიოდში კერძოდ 21 რიცხვიდან მოყოლებული შესაძლებლობა მოგეცემათ ძველ ვალებსაც დააღწიოთ თავი.

მერწყულების უმეტესობას აპრილი ფინანსურად საოცრად მომგებიანი ექნება. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გააქტიურდება 10 აპრილიდან და თითქმის 27 რიცხვამდე იმოქმედებს თქვენზე კეთილისმყოფლად.

თევზების დიდი ნაწილი აპრილში ჩვეულ ინტუიციას კარგავს ფინანსური კუთხით; ამიტომ სასურველია, თუკი მნიშვნელოვან ფინანსურ ოპერაციებს 17 აპრილამდე დაგეგმავთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?