რაში შეუძლია ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანს ჩვენი დახმარება

რაში შეუძლია ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანს ჩვენი დახმარება

თქვენი მოტივატორი კონკრეტულ სიტუაციაში განურჩევლად ზოდიაქოს ნიშნისა. თუმცა თემატიკა აუცილებელია სწორად იქნეს შერჩეული. თუკი თქვენ კუროს სთხოვთ დიეტის დაცვაში ხელი შეგიწყოთ ან მით უმეტეს აგყვეთ რაღა თქმა უნდა მცდარ საქციელს სჩადიხართ.

ზოდიაქოს ყველა ნიშანს საკუთარიი პლუსი და მინუსი გააჩნია. ამიტომ თუკი ასტროლოგია იცით შესძლებთ ნებისმიერი ნიშნით დაბადებულ ადამიანთან მონახოთ საერთო ინტერესები და რაც მთავარია ეს ადამიანი ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე თქვენს დამხმარედ აქციოთ.

მაშ ასე, თუკი საჩხუბრად მიდიხართ გაიყოლეთ ვერძი

თუ ქეიფს აპირებთ, აუცილებლად დაუძახეთ კუროს (მან იცის ზუსტად სად რა გემრიელობას ამზადებენ იდეალურად).

თუ ხასიათის გამოკეთება გინდათ, დაურეკეთ ტყუპს (ოღონდ ორი ვარიანტია, ტელეფონს ან უპასუხებს ან - არა). მაგრამ თუ დაუკავშირდით ყველგან წამოგყვებათ.

თუკი ოჯახური მზრუნველობა გესაჭიროებათ კირჩხიბზე უკეთ თავს "სახლში" ვერავინ გაგრძნობინებთ.

თუკი საზოგაოდებაში თავის მოწონება გინდათ გაიყოლეთ ლომი (რომელიც აუცილებლად იქნება რომელიმე სეგმენტის "სელებრითი").

თუკი თავში, ცხოვრებაში და საქმეებში ქაოსი გაქვთ, ქალწულზე უკეთესად ვერავინ დაგალაგებინებთ ამ ქაოსს.

იმ შემთხვევაში თუ ვერ არჩევთ შესაფერის სტილს და სამოსს, "ექსპერტი" სასწორი "გამოიძახეთ".

თუკი საიმედო ზურგის დაცვა და მესაიდუმლე გჭირდებათ, მორიელის მეტს ვერავის ენდობით (სიკვდილის მუქარითაც ვერაფერს ათქმევინებენ თქვენზე).

თუკი მოგზაურობაში "თანამეინახე" გესაჭიროებათ მშვილდოსანზე უკეთეს კომპანიას ვერავინ გაგიწევთ.

თუკი ერთგული მეგობარი და საქმეში თანამოაზრე გჭირდებათ, აქ თხის რქა შეუცვლელია.

მერწყულის იმედი შეგიძლიათ გქონდეთ მაშინაც კი თუ ყველაზე უტოპიური იდეის განხორციელებას აპირებთ ცხოვრებაში.

დაბოლოს, თუ თვლით, რომ მთელმა ქვეყანამ ზურგი გაქციათ - მიაკითხეთ თევზებს, ის თქვენთან ერთად იტირებს და არასოდეს განგსჯით, არასოდეს!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?