ვისთან ქორწინებაში გვაქვს რეალური შანსი იმისა, რომ წამოვიწყოთ წარმატებული საოჯახო ბიზნესი

ვისთან ქორწინებაში გვაქვს რეალური შანსი იმისა, რომ წამოვიწყოთ წარმატებული საოჯახო ბიზნესი

კონკრეტული, ინდივიდუალური სცენარით ვითარდება. თუმცა, ასტროლოგიურად არსებობს ურთიერთობის რამდენიმე ტიპი, რომელიც თავის თავში პარტნიორებს შორის სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას და ემოციურ-მენტალური კომუნიკაციის ფორმას მოიაზრებს. დღეს გვინდა იმაზე გესაუბროთ, თუ ვისთან ურთიერთობაში გაქვთ შანსი წარმატებული ბიზნესის წამოსაწყებად ან პროფესიული ალიანსის შესაქმნელად

ვერძი - თხის რქა

კურო - მერწყული

ტყუპი - თევზები

კირჩხიბი - ვერძი

ლომი - კურო

ქალწული - ტყუპი

სასწორი - კირჩხიბი

მორიელი - ლომი

მშვილდოსანი - ქალწული

თხის რქა - სასწორი

მერწყული - მორიელი

თევზები - მშვილდოსანი

ჩვენგან მეათე ნიშანთან, როგორც წესი, ყოველთვის გარკვეული მოწიწიებისა და პატივისცემის გრძნობა გვეუფლება. უარეს შემთხვევაში კი ეს არის ურთიერთობა, როცა ჩვენი მეათე ნიშანი გამუდმებით და არცთუ უსაფუძვლოდ ცდილობს გვიხელმძღვანელოს, ჭკუა დაგვარიგოს. ამიტომ კონკრეტულად როგორ, რა რაკურსით და რა სცენარით განვითარდება მოვლენები მსგავსი კავშირისას მთლიანად ინდივიდების სულიერი განვითარების დონეზეა დამოკიდებული.

თუმცა, ფაქტი ერთია, ეს იქნება ან ძალიან თბილი, მზრუნველი პარტნიორობა ან მტრობა სისხლის ბოლო წვეთამდე. ძალიან ხშირად ჩვენგან მეათე ნიშანთან კავშირს გარკვეული, მატერიალური ან სოციალური მოტივაციაც უდევს საფუძვლად. ეს სწორედ ის ხალხია, ვისი დახმარებითაც ჩვენ ვახერხებთ თავი დავიმკვიდროთ საზოგადოებაში. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება ეს, თუკი მეათე ნიშნის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებასა და პატივისცემას ვიჩენთ. ასეთი ტიპის წყვილებს, რეალურად გააჩნიათ შანსი შექმნან პროფესიულად წარმატებული "გუნდი", ან წამოიწყონ საოჯახო ბიზნესი.

ამგვარი კავშირი ოჯახური ურთიერთობის თვალსაზრისით უფრო მომგებიანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეათე ნიშნის მფლობლად მამაკაცი გვევლინება, პირველი კი არის ქალი. ასეთ სიტუაციაში ოჯახი შეკრული, მტკიცე და ჰარმონიულია იმიტომ რომ, ქალს და მამაკაცს ფუნქციები ზუსტად აქვთ მორგებული. ამის ხარჯზე მათ რეალურად შეუძლიათ გაზარდონ ან გააორმაგონ ოჯახური კაპიტალი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?