ქალი მერწყული & მამაკაცი კურო

ქალი მერწყული &  მამაკაცი კურო

და მამაკაციც განსაკუთრებული უნდა ჰყავდეს. თუმცა, ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ იგი საბედისწერო ქალია, რომელსაც მომთმენი მამაკაცი სჭირდება, სავარაუდოდ კურო. ქალი მერწყული პიროვნულად უნიკალურია, ის მამაკაც კუროს არაფრად აგდებს, ურანის მიერ მართული ამ ქალის ირგვლივ განსაკუთრებული ატმოსფეროა. ის ხომ ჰაერის ნიშნით დაიბადა.

მოგვიანებით კურო აღმოაჩენს, რომ მერწყული სინამდვილეში ყველა წვრილმანს ამჩნევდა და აცნობიერებდა. ქალ მერწყულს შეუძლია იყოს აქაც და იქაც, მას სიყვარულთან დამოკიდებულებაში თავისი წესები აქვს და ამ წესების ერთგულად იცავს. სწორედ ეს წესები იზიდავს კუროს. ის თვლის, რომ მერწყული ქალი ერთ-ერთი იმათთაგანია, ვისაც შეიძლება ენდო, მაგრამ რაკი ორივე მუდმივი ნიშანია, მათი მშფოთვარე ენერგია ამძაფრებს მათ ურთიერთობას. ორივემ უნდა გააცნობიეროს, რომ შეიძლება აფეთქდნენ მაშინ, როცა ამას ნაკლებად ელიან. თუმცა მალევე შეიძლება შერიგდნენ. ქალი მერწყული საკმაოდ ექსცენტრიკულია, კურო კი უმრავლეს შემთხვევაში ჩვეულებრივია, ის ფიქრობს რა თავის საკუთრებაზე, ცდილობს იპოვოს უბრალოდ პატიოსანი ქალი.

ამ ძიებაში ის ჩერდება მერწყულ ქალთან, თუმცა უჭირს მისი ექსცენტრიკულობის გაგება. ეთანხმება იმ ნაწილში, სადაც ქალის დევიზია - იცხოვრე და სხვებსაც არ შეუშალო ხელი. მერწყულ ქალს სიყვარულზე რთული წარმოდგენა აქვს. ძალიან ჰაეროვანი, კუროს კი მიწიერი და უბრალო. ხანდახან ამ ორ ადამიანს ჰგონია, რომ მათ ურთიერთობაში სიყვარული არ კმარა, სჭირდებათ კიდევ რაღაც სხვა. პრობლემებს შექმნის ასევე კუროს მესაკუთრული და ზედმეტად მიწიერი ხასიათი.

ეს წყვილი ხშირად იდავებს იმაზე თუ რაში ჯობია, რომ გონივრულად დახარჯონ ფული. მერწყულს თანხები არასოდეს დაენანება ორიგინალურ იდეებზე, მაშინ როცა კუროს ურჩევნია, მისი ოფლით და შრომით ნაშოვნი კაპიტალი რაიმე ხელშესახებ და რეალურ შენაძენად იქცეს. ამიტომ შესაძლოა არ დათანხმდეს ცოლს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე და იყიდოს დიდი, კერძო სახლი, ბაღითა და აუზით. კუროსთვის მატერიალური თემა სულ სხვა პრიორიტეტებს ეფუძნება. გარდა ამისა, მერწყული ყოველთვის მზადაა დაეხმაროს სხვებს, მაშინაც კი,  როცა კურო სიფრთხილით ეკიდება უცხო ადამიანების შემოშვებას თავის ოჯახში. მერწყული ვერ ძლებს მეგობრების გარეშე, თანაც მისთვის მისაღებია სხვადასხვა შეხედულების, მენტალიტეტის, აღმსარებლობის ან თუნდაც არატრადიციული ორიენტაციის ხალხთან კომუნიკაცია და მეგობრობა. მაშინ როცა კურო საკმაოდ ტრადიციულია ამგვარ თემატიკაში. შესაბამისად, კონფიქტის ან უთანხმოების მიზეზად ასტროლოგები მერწყული-კუროს წყვილში ამ ფაქტორსაც განიხლავენ.

თუმცა არ არსებობს გადაულახავი დაბრკოლებები იქ სადაც ნამდვილი სიყვარულია, მით უმეტეს ამგვარი კარგი სექსუალური თავსებადობით. კურო და მერწყული ხომ სექსის თემატიკაში საკმაოდ კარგად ეგუება ერთმანეთს. ასე რომ, ყოფითი პრობლემები და იდეოლოგიური ბალანსი აუცილებლად მოგვარებადი თემაა ამ წყვილის ურთიერთობაში. მთავარია, ორივემ ეძებოს კომპრომისები.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?