მაინც რისი ნიჭი არ დაანათლა კოსმოსმა თქვენს ზოდიაქოს ნიშანს

მაინც რისი ნიჭი არ დაანათლა კოსმოსმა თქვენს ზოდიაქოს ნიშანს

გამოირჩევა. ამიტომ მიდრეკილებები და შესაძლებლობებიც ყველას სხვადასხვაგვარი გაგვაჩნია ჩვენი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე. რაღაცაში შესაძლოა ძალიან ნიჭიერები ვიყოთ, მაგრამ არის სფეროები, სადაც აბსოლუტურად არ გვაქვს შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კოსმოსს ჩვენთვის ამ ყველაფრის ნიჭი არ მოუცია, ან მოუცია მაგრამ მიზერული დოზით. დღეს ზუსტად იმაზე გიამბობთ, თუ რისი ნიჭი არ გააჩნია ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანზე დაბადებულ ადამიანს...

ვერძს საერთოდ არ გააჩნია დიპლომატიის ნიჭი. ყოველთვის აგრესიით ცდილობს საკუთარი პოზიციის გატანას.

კუროს არ გააჩნია ნოვაციის ნიჭი. სიახლეებს ძნელად ან საერთოდ ვერ იღებს ხოლმე.

ტყუპებს არ გააჩნია ნიჭი იყოს სტაბილური. როგორც წესი, ყველგან აგვიანებს და არასაიმედოა.

კირჩხიბს არ გააჩნია ემოციების კონტროლის ნიჭი. ნებისმიერი წვრილმანი მიაქვს გულთან.

ლომს არ გააჩნია თავმდაბლობის ნიჭი. ვერაფერს უხერხებს ემოციებს.

ქალწულს არ აქვს ხელგაშლილობის ნიჭი. ყველაფერში ანგარიში უყვარს.

სასწორს არ გააჩნია ჩხუბის ნიჭი. ის ვერ იტანს აგრესიას.

მორიელს არ გააჩნია პატიების ნიჭი. ნებისმიერ წყენას იმახსოვრებს.

მშვილდოსანს არ გააჩნია წვრილმანებზე დაკვირვების ნიჭი. ყველაფერს მასშტაბურად უყურებს.

თხის რქას არ გააჩნია მოდუნების ნიჭი. მუდმივად შრომობს.

მერწყულს არ გააჩნია მორჩილების ნიჭი. იგი ვერ იტანს შეზღუდვებს.

თევზებს არ გააჩნია მზაკვრობისა და ორპირობის ნიჭი. იგი ზედმეტად კეთილი და გულმოწყალეა.