ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე მშრომელი ადამიანები

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე მშრომელი ადამიანები

მდირეკილება ნამდვილად არ არის შეძენადი თვისება. ადამიანი ან იბადება თანდაყოლილი პასუხისმგებლობის გრძნობით საკუთარი პროფესიისა და საქმიანობის მიმართ, ან - არა. ეს თვისებები კი ბავშვობიდან ვლინდება. თუმცა არავინ დავობს იმაზე, რომ მშობლებს, ოჯახს და გარემოსაც დიდი როლი მიუძღვის პიროვნების სწორად ჩამოყალიბებაში.

ასტროლოგები თვლიან, რომ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნები ე.წ. "ზოდიაქოს მუშა ნაწილს" განეკუთვნებიან, ზოგიერთი კი ლიდერი ან იდეის გენერატოროა. თუმცა, მშრომელი ხალხის დახმარებისა და თანადგომის გარეშე, დამეთანხმებით ალბათ, რომ ნებისმიერი ფრთიანი იდეა იდეადვე შეიძლება დარჩეს. ამიტომ იმ შემთხვევაში თუ თქვენ სამომავლოდ გრანდიოზულ გეგმებს სახავთ აუცილებლად უნდა იყოლიოთ "სტაფში" შემდეგი ზოდიაქოს ნიშნები:

კურო - მთავარი მომმარაგებელი, შემსრულებელი და ფინანსური ზურგია. შეუძლია ხანგრძლივი ვადის პერიოდში იმუშაოს შეუსვენებლად თუკი საქმე ამას მოითხოვს. არასოდეს გადაუხვევს აღებული გეზიდან. მაგრამ თქვენც მოგეთხოვებათ ხელფასის დროულად გადახდა და მისი კვებით უზრუნველყოფა.

ქალწული - ქრონიკული "ვორკოჰოლიკია", მუშაობა გასაოცარ სიამოვნებას ანიჭებს. მიანდეთ ყველაზე რთული, დეტალებში საკირკიტო პროექტები. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ იმედს არ გაგიცრუებთ და ყველაფერს გასაოცარი სიზუსტით გაკეთებულს ჩაგაბარებთ. იზრუნეთ მისი სამუშაო ადგილის სისუფთავეზე, ჰიგიენურობასა და ჯანსაღ კვებაზე. ეს უმთავრესი მოთხოვნაა ქალწულის როგორც ხელქვეითის თქვენთან ხანგრძლივი ვადით გასაჩერებლად.

თხის რქა - ყველაზე ძლიერია ჩამოთვლილ ნიშნებს შორის. გასაოცარი ფიზიკური, გონებრივი და ემოციური ამტანობის მქონე ნიშანია. შეგიძლიათ თვალდახუჭულმა ანდოთ დანარჩენების გაკონტროლება. მის მახვილ თვალს არაფერი გამოეპარება. საქმეს არასოდეს მიგიტოვებთ შუა გზაზე, მაშინაც კი თუ საამისოდ საკუთარი ინტერესების გვერდზე გადადება მოუწევს. ოღონდ დაუფასეთ ღვაწლი და აღნიშნეთ, რომ მისი სახით ერთგული ადამიანი გყავთ გვერდით. თხის რქას ძალიან აბრაზებს დაუნახავობა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?