რომელი საქმიანობით შეიძლება რომ გამდიდრდეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე

რომელი საქმიანობით შეიძლება რომ გამდიდრდეთ თქვენი  ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე

უმთავრესთაგან ოცნებობს იმაზე, რომ ცხოვრების მანძილზე მყარი ფინანსური საფუძველი შეიქმნას. თუმცა გზა, რომლითაც ფული უნდა გამოვიმუშაოთ, ხშირად აბსოლუტურად არასწორად იყოს შეიძლება შერჩეული. ამიტომაც არის დღესდღეობით გავრცელებული სიტუაცია - საძულველი სამსახური, საძულველი უფროსი, მოვალეობები, რომელსაც მხოლოდ ფულის გულისთვის ვასრულებთ. მთავარი კი მაინც მოტივაციაა, რომელიც მხოლოდ საყვარელი საქმის შესრულების პროცესში ჩნდება და არა ნაძალადევად საკუთარ თავზე აღებულ მოვალეობებში. ასტროლოგები თვლიან, რომ ყველა ზოდიაქოს ნიშანს თავისი, ინდივიდუალური საქმიანობის სფერო(ები) გააჩნია. შესაბამისად, თუკი გული მაინც არ გიშვებთ, სტაბილური და შემოსავლიან თუმცა კი საძულველი სამსახური ერთხელ და სამუდამოდ მიატოვოთ, იქნებ თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის მისაღები ჰობით მაინც დაკავდეთ და ნახოთ, რამდენად სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ფულს საყვარელი საქმის კეთებით შოულობთ.

ვერძების დიდი ნაწილი აქტიური და შემოქმედებითი ადამიანია. მათთვის იდეალურია პიარის, მარკეტინგის, მენეჯერის პროფესია. ისინი ყველგან კარგად გრძნობენ თავს, სადაც ლიდერობაა საჭირო. შესაძლოა ფული შოუბიზნესშიც იშოვნონ ან სულაც აზარტული თამაშების ბიზნესში.

კუროებს სტაბილურობა უყვართ. ამიტომ რისკზე იშვიათად მიდიან, თუნდაც მოგების შანსი ძალზე დიდი და გარანტირებული იყოს. ასტროლოგები ურჩევენ კუროს დამატებითი შემოსავლის მოზიდვა კულინარიით ან ფლორისტიკით (მცენარეების მოვლა-გაშენებით) სცადოს. ეს ის საქმიანობაა, რომელიც კუროს ძალიან უყვარს.

ტყუპი ცვალებადი, მოუსვენარი ხალხია. ამიტომ ისინი ჩვენი რჩევის გარეშეც ხშირად ფლობენ ორ ან სამ, სხვადასხვა სამსახურს. თუმცა, თუკი ინტერესების სფეროს ტყუპი საგამომცელო საქმეს, კომერციას ან ჟურნალისტის პროფესიას დაუმატებს, შეიძლება მისი ფინანსები გაორმაგდეს.

კირჩხიბი წინდახედული და საკმაოდ ხელმომჭირნეა, როცა ფულს ეხება საქმე. მას დაზოგვაც კარგად ეხერხება და ალღოც საკმარისად უჭრის, ფულის შოვნის გზებს რომ მიაკვლიოს ყოჩაღად. თუმცა, ასტროლოგები კირჩხიბს ურჩევენ დამატებითი შემოსავლის წყაროდ პედაგოგიკა, ბავშვებთან მუშაობა, სარესტორნო ბიზნესი ან ხელსაქმე აქციოს. ასე იგი სოლიდურ თანხას გამოიმუშავებს.

ლომების მეფურ ხასიათსა და სიამაყეს არ შეეფერება ფულზე წუწუნი. თუმცა, ნებისმიერ ლომს უყვარს ხელგაშლილი ცხოვრება. ამიტომ ასტროლოგები ლომს ურჩევენ, საიმისოდ რომ გამუდმებით არ აღმოჩნდეს ვალებში, დამატებითი შემოსავლის მოზიდვა შოუმენობით, მოდელის ან ფოტოგრაფის პროფესიით სცადოს.

ქალწულების დიდ ნაწილს იშვიათად უჭირს ფინანსურად. იმიტომ რომ ზოდიაქოს ამ ნიშანს იშვიათად ჰყავს "ღარიბები" - გასაოცარი შრომისმოყვარეობისა და მუყაითობის გამო. ქალწულს შრომის არ ეშინია, თუმცა სასურველია, ჰობის სახით მან თავის ფინანსურ შემოსავალს ფარმაცევტული ბიზნესით, კერვა-კონსტრუირების ან დიზაინერის საქმიანობით მიღებული თანხაც დაუმატოს.

სასწორი ჰარმონიისა და რომანტიკის დიდი მოყვარულია. ამ გალანტურ ხალხს ლამაზად ცხოვრება უყვარს და შეუძლია. ისინი შესანიშნავი დიპლომატები არიან. თუმცა სასურველია, თუკი ჰობის სახით შემოსავლად აქცევენ საქმეს, რომელშიც ზუსტად რომ დიპლომატიაა საჭირო - ანუ ფსიქოლოგის, კონსულტანტის, დიზაინერის, კოსმეტოლოგის ან სულაც დღესასწაულების ორგანიზატორის პროფესიას.

მორიელი კარგი ყნოსვით გამოირჩევა ფინანსური საკითხების კუთხით. ამ ადამიანებს ხშირად ოსტატურად გამოსდით სხვისი ფინანსებით მანიპულირება. თუმცა ჩქარა გამდიდრების სურვილს ჯობია, მორიელი ისეთი საქმიანობით დაკავდეს როგორიცაა: უძრავი ქონების ან მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვა, მემკვიდრეობის საკითხები, რიტუალური მომსახურება ან ექსტრემალური სპორტის გიდი-ინსტრუქტორი. ასეთი "ბიზნესი" მორიელს არცთუ ცოტა შემოსავალს პირდება.

მშვილდოსანი ხეტიალისა და მხიარულების მოყვარულია. მას ასევე უყვარს ცხოველები. თუმცა, მუყაით მშრომელს ამ ადამიანს ძნელად დავარქმევთ. მშვილდოსნებს ასტროლოგები ურჩევენ დაინტერესდეს სპორტულ-გასართობი ღონისძიებების მოწყობით, ტურისტული მარშუტების დაგეგმვა-შერჩევით ან გახსნას ცხოველთა თავშესაფარი. ეს ის სფეროებია, სადაც მშვილდოსანი ფულთან ერთად წარმატებასაც მიაღწევს უდავოდ.

თხის რქებს როგორც წესი, კარიერა, მზარდი თანამდებობა და ოფიციალური სტრუქტურები იზიდავთ. თუმცა, დამატებითი შემოსავლის სახით მათ შეუძლიათ იქონიონ ბიზნესი, რომელიც დაკავშირებულია მშენებლობასთან, ინჟინერიასთან ზოგადად ან გახსნას საკუთარი სტომატოლოგიური კაბინეტი.

მერწყული ორიგინალური და თავისუფლებისმოყვარე ნიშანია. მისთვის პირიქით მისაღებიც კია იდეა საკუთარი საქმიანობის შესახებ, სადაც თავად იქნება თავის ბატონი და შეფი. მერწყულისთვის საკმაოდ მომგებიანია ინტერნეტ-ტექნოლოგიები, ვებ-დიზაინი ან ფოტოგრაფია.

დაბოლოს, თევზები , რომელთაც ძალიან უყვართ ოცნება და ილუზიები ასტროლოგებმა სახელოვნებო სფეროებისკენ გაამწესეს. საკმაოდ შემოსავლიანი შეიძლება იყოს არტ-დილერის, თეატრალური კრიტიკოსის ან მოყვარული მუსიკოსის პროფესია მათთვის.