ყველაზე უპასუხისმგებლო და მოწესრიგებული ზოდიაქოს ნიშნები

 ყველაზე უპასუხისმგებლო და მოწესრიგებული ზოდიაქოს ნიშნები

ესმის სიტყვა პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა. ზოგიერთისთვის თუ ეს ჩვეულებრივი მოვალეობაა, რომელიც გულისხმობს, რომ აუცილებელია გარშემო მყოფთა იმედები გავამართლოთ და გავაკეთოთ ის, რასაც ჩვენგან ელიან. ვიღაცისთვის კი შესაძლოა ეს ყველაფერი მომაბეზრებელი ვალდებულებები და ბორკილებია. მოკლედ, დღეს იმის შესახებ ვსაუბრობთ, თუ ვინ არის "სიტყვის კაცი" ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და ვის დანაპირებს არ უნდა შევხედოთ მაინცდამაინც სერიოზულად.

ასტროლოგები თვლიან, რომ ყველაზე ხშირად ხასიათისა და შესაბამისად აზრების/გეგმების/დანაპირების ცვალებადობისკენ ტყუპის, მშვილდოსნის, მერწყულისა და თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან. ტყუპი უბრალოდ ივიწყებენ მიცემულ დაპირებას, მუდმივად აგვიანებენ შეხვედრაზე, მშვილდოსნებს კარგ ხასიათზე მყოფებს უყვართ სხვებისთვის მთელი სამყაროს შეპირება, რასაც შესაბამისად, შემდგომში ვეღარ ასრულებენ, თუმცა ამას არასოდეს აღიარებენ. მერწყული საჭიროდ არ თვლის შეგატყობინოთ, რომ მისი გეგმები შეიცვალა და ძალიან გაუკვირდება, თუკი უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულებთ. ის ხომ ინტუიციით ხვდება ყველაფერს - ჰოდა, თქვენც უნდა ხვდებოდეთ. რაც შეეხება თევზებს, მას ტყუილის თქმა ურჩევნია ხოლმე დანაპირების შესრულებას, ისევ და ისევ ხათრიანი ბუნების გამო - არ უნდა გაწყენინოთ.

შედარებით მეტი პასუხისმგებლობა გააჩნიათ კირჩხიბებს, მორიელებს, სასწორებ

ს - თუმცა მათ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს განწყობასთან. თუკი ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი გაანაწყენეთ ან ეუხეშეთ, სავსებით შესაძებელია, რომ თქვენთვის მოცემული პირობის შესრულება გამიზნულადაც კი გადაიფიქროს და არა იმიტომ რომ რამე დაავიწყდა.

ამაყები არიან და შესაბამისად იშვიათად ტეხენ მიცემულ სიტყვას ვერძები და ლომები. მით უმეტეს, თუ დანაპირები სახალხოდ გააჟღერეს და ამის მოწმე სხვებიც არიან. ამიტომ ყოველთვის ეცადეთ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებთან შეთანხმება ხალხმრავალ ადგილებში შედგეს.

დაბოლოს, - არასოდეს გატეხენ თქვენთვის მოცემულ სიტყვას კუროს, ქალწულისა და თხის რქის ნიშნით დაბადებული ადამიანები. ისინი გასაოცარი პასუხისმგებლობითა და პუნქტუალურობით გამოირჩევიან. ყოველთვის ასრულებენ დანაპირებს და ზოგადად არ ახასიათებთ სიტყვების ამაოდ ქარისთვის გატანება. თუკი მათგან რაიმე სახის პირობა მიიღეთ, გწამდეთ საკუთარ სიტყვას არც ერთი უკან აღარ წაიღებს და ხშირად პირადი ინტერესების დაზარალების ხარჯზეც კი მოახერხებს შეასრულოს თქვენთვის მოცემული სიტყვა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?