კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 24-30 აპრილი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 24-30 აპრილი

საკმაოდ დინამიკური და მოვლენების მხრივ ერთობ დატვირთული იქნება. ამ ყველაფრის ხელშემწყობი კი დიდი პროცენტულობით არის, პლანეტა მარსის გადასვლა ტყუპის ზოდიაქოს ნიშანში. რის ხარჯზეც უახლოესი ერთი თვის მანძილზე, ადამიანებში მოიმატებს სურვილი მყისიერად იმოქმედონ საკუთარი სურვილების ასასრულებლად, ასევე მომატებულია კონფლიქტურობისა და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი. ამიტომ მაქსიმალურად უნდა აკონტროლოთ სიჩქარე და ყურადღებით იყოთ საჭესთან. მით უმეტეს, რომ დამდეგი კვირა ახალმთვარეობასაც ემთხვევა. რაც მარსის ამ პოზიციასთან ერთად ერთი ორად გაზრდის საგზაო შემთხვევების ალბათობას.

მარსი ტყუპში ააქტიურებს სიტყვიერი და ვერბალური ომის ალბათობას., ამიტომ, უახლოესი ერთი თვის მანძილზე არაერთი ხმაურიანი სკანდალის მოწმე გავხდებით. შესაძლებელია აქტიური იყოს პოლიტიკური დაპირისპირებებიც (შანტაჟი, ულტიმატუმები, ურთიერთბრალდებები). განსაკუთრებით კარგია ეს პერიოდი მედიის წარმომადგენლებისთვის. ასევე მათთვის ვისი პროფესიაც ბეჭდვით ინდუსტრიას, გამომცემლობას, სწავლებას, "ქოუჩინგს" უკავშირდება.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ მარსის ტრანზიტის დროს ტყუპში ძალიან მარტივია კონფლიქტების ფაქტობრივად ცარიელ ნიადაგზე წამოწყება. მიმდინარე კვირის დასაწყისში კი მერკური-სატურნის ასპექტის გამო იზრდება უფროსობასთან, ზემდგომებთან კონფლიქტების ალბათობა.

26 აპრილს როგორც თავში აღვნიშნე, ახალმთვარეობას ველით კუროს ზოდიაქოს ნიშანში. რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ტიპის ნეგატივისგან შეგვიძლია გავთავისუფლდეთ ისეთ სფეროებში, რომელიც კვების რეჟიმს, ფინანსურ ვალდებულებებსა და გარეგნობაში კორექციის თემას უკავშირდება. ახალმთვარეობა კუროს ზოდიაქოს ნიშანში საშუალებას მოგცემთ, უარი თქვათ ისეთ მავნე ჩვევაზე როგორიცაა: შოპოჰოლიზმი და უთავბოლო ფულის ხარჯვა არაფრის მომცემ საყიდლებში. ასევე შეგიძლიათ საბოლოოდ მოაგვაროთ უძრავ ქონებასთან ან საბინაო საკითხებთან დაკავშირებული თემატიკა.

კვირის მიწურულს ვენერა აგრესიული და ბუტნის მოყვარული ვერძის ზოდიაქოს ნიშანში დაბრუნდება რეტრო ფაზის უკან გზაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პირად ურთიერთობებში დრამატულობა და კონფლიქტურობის კოეფიციენტი მოიმატებს. გააქტიურდება ასევე, ექსტრემალურ სიტუაციაში დაწყებული რომანების ალბათობა.

კვირის ბოლოს აქტიურდება მოულოდნელი ინფორმაციის მიღებისა და დაგეგმილი ქმედებების თავდაყირა დაყენების ალბათობა. მერკურისა და ურანის შეერთების გამო არ არის გამორიცხული, მოგიწიოთ დაუგეგმავი მოგზაურობა. შესაძლებელია ასევე რომ გრანდიოზული იდეები დაგებადოთ სპონტანურად, რომლის განხორციელებაც მყისიერად აჯობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი სამომავლოდ გადადების პერსპექტივა სამუდამოდ დააკონსერვებს ამ აღმოჩენას.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?