როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები გასაუბრებაზე?

როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები გასაუბრებაზე?

ვერძი - აქტიურად მოგიყვებათ საკუთარი გამოცდილების შესახებ. მარტივად თანხმდება ნებისმიერ საინტერესო სამსახურს.

კურო - პირველ რიგში სახელფასო განაკვეთს არკვევს. შემდეგ - მომავალი სამუშაო ადგილის კომფორტულობას.

ტყუპი - კრეატიულობით აოცებს დამქირავებელს. მისთვის მთავარია სამუშაო სახალისო და საინტერესო იყოს.

კირჩხიბი - არკვევს რამდენად ხანგრძლივი იქნება კონტრაქტი. ითვისებს ჩაის და ყავის სმის გრაფიკს ახალ სამსახურში.

ლომი - ცდილობს მთელი თავისი ღირსებები გადმოულაგოს დამქირავებელს. თან აქვს სიგელები და სერტიფიკატები.

ქალწული - არკვევს სამუშაო გრაფიკი რამდენად მოქნილი იქნება. მზადაა დამატებით სამსახურზეც.

სასწორი - დიპლომატიურად ცდილობს მოიპოვოს მომავალი ბოსის კეთილგანწყობა. თუმცა, ორ შემოთავაზებას შორის უჭირს არჩევანის გაკეთება.

მორიელი - საკუთარ თავზე ცოტას საუბრობს. ცდილობს ბევრი გაიგოს მომავალი სამსახურისა და შეფის შესახებ.

მშვილდოსანი - გასაუბრებაზე აუცილებლად დააგვიანებს. თუმცა მერე რაიმე მხიარულ ანეკდოტს მოყვება და ყველას კარგ განწყობაზე დააყენებს.

თხის რქა - უფროსთან შეხვედრაზე წამის სიზუსტით მივა. დამაჯერებლად ისაუბრებს საკუთარ გამოცდილებაზე. მარტივად დაიმსახურებს პატივისცემას.

მერწყული - აუცილებლად მოითხოვს თავისუფელ გრაფიკს ან ცალკე ოთახს სამსახურში.

თევზები - მისთვის მთავარი იქნება კარგი ატმოსფერო და კეთილგანწყობილი თანამშრომლები.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?