კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 8-14 მაისი
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 8-14 მაისი
მიმდინარე კვირა ძალიან მნიშვნელოვანია ასტროლოგიური კუთხით, იმიტომ რომ ზუსტად ამ პერიოდს ემთხვევა ე.წ. "კარმული კვანძების" ცვლილება... და ზუსტად მიმდინარე კვირიდან იწყება პერიოდი, რომელიც სამყაროს უახლოესი წელიწად-ნახევრის მანძილზე დაამახსოვრდება, როგორც ყველაზე ეპატაჟური, ხმაურიანი სკანდალებით სავსე და თეატრალიზებული. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ლომის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს და ზოგადად, ცეცხლის სტიქიის ადამიანებს საგრძნობლად უმართლებთ ნებისმიერი საქმეში. ხოლო ადამიანები, რომლებიც მაისის 9 რიცხვიდან მოევლინებიან ქვეყანას გამორჩეულნი იქნებიან შემოქმედებითი პოტენციალით, მეფური ხასიათითა და დიდსულოვნებით. შესანიშნავი პერიოდი დაუდგებათ ასევე შოუბიზნესისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს. სამყარო უახლოესი წელიწად-ნახევრის მანძილზე არაერთ მნიშვნელოვან და გრანდიოზულ პრემიერებს იხილავს როგორც კინემატოგრაფის, ისე მუსიკალური ინდუსტრიის კუთხით. აქტიური იქნება მიმდინარე პერიოდი პოლიტიკურ სარბიელზეც.

კვირის დასაწყისში მარსისა და შავი მთვარის დაძაბული ასპექტაციის გამო, მოიმატებს აგრესიულობა, ადამიანებში გააქტიურდება დაუფიქრებლად მოქმედების სურვილი. სასურველია, მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ საჭესთან და რაც ყველაზე მთავარია, არ ავყვეთ უსაფუძვლო ბრალდებებსა და ჭორებს. მით უმეტეს, რომ ზემოხსენებულ ასპექტს "სიმძაფრეს" მზისა და პლუტონის ასპექტიც დაუმატებს. რის ხარჯზეც ადამიანებში მოიმატებს ძალაუფლების მოთხოვნილება და საკუთარი უპირატესობის ძალისმიერი მეთოდებით, ან ერთობ უხეში ფორმით გამოვლენის მოთხოვნილება. შესაბამისად, კვირის პირველი ნახევარი სასურველი კი არა და აუცილებელიც კი არის, რომ მშვიდად გავატაროთ.

11 მაისს ზემოხსენებულ, საკმაოდ რთულ კომბინაციებს სავსემთვარეობის ენერგეტიკაც გააქტიურებს. მით უმეტეს, რომ სავსემთვარეობა ემოციური, ვნებიანი და ექსპრესიული მორიელის ზოდიაქოს ნიშანში ხდება. ამიტომ სასურველია, ამ პერიოდში მაქსიმალურად ვაკონტროლთ ეჭვიანობის გრძნობა, ნაკლებად დავიმახსოვროთ წყენა და ბრაზი, არ ვიფიქროთ აგრესიაზე.

12 მაისს მარსისა და იუპიტერის დადებითი ასპექტი საშუალებას მოგცემთ წარმატებით დაგეგმოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, დაკავდეთ ცხოვრების აქტიური წესით, წახვიდეთ მნიშვნელოვან მივლინებაში ან თქვენთვის მომგებიანად გადაწყვიტოთ უცხოელებთან დაკავშირებული საქმიანი მოლაპარაკებები. თუმცა, აქვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ შავი მთვარისა და მთვარის შეერთების გამო, დაზღვეული არ იქნებით იმისაგან, რომ საკუთარი შესაძლებლობები გადამეტებულად შეაფასოთ ან ისეთი ტიპის ვალდებულებები აიღოთ საკუთარ თავზე, რომელთა შესრულებაც მომავალში ძალიან გაგიჭირდებათ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
სხვა სიახლეები
ასევე დაგაინტერესებთ