ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან მრავალმხრივი შესაძლებლობებით და სუპერნიჭიერებით?

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან მრავალმხრივი შესაძლებლობებით და სუპერნიჭიერებით?

ტყუპი - ზოდიაქოს ამ ნიშნით გაორებული ხასიათის, ცვალებადი, მრავალმხრივი ადამიანები იბადებიან. თუმცა მერკური, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, აჯილდოებს მათ გასაოცარი საზრიანობით, აზროვნების სისხატითა და ნიჭიერებით. ტყუპს საოცარი ადაპტაციის ნიჭი აქვს, იგი ადვილად კონცენტრირდება ახალ გარემოში. მომენტალურად ითვისებს ნებისმიერ ახალ ინფორმაციას და აქვს უნარი, თავი შესანიშნავად წარმოაჩინოს მაშინაც კი თუ საქმეში მხოლოდ ზედაპირულად ერკვევა.

მშვილდოსანი - იუპიტერი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს აჯილდოებს მშვილდოსნებს საოცარი ფილოსოფიური აზროვნების უნარით, კარგი პედაგოგიური შესაძლებლობებითა და ქარიზმატულობით. მშვილდოსნები სწავლებადი ტიპები არიან. ადვილად უღებენ ალღოს ნებისმიერ სფეროს. ამასთან ერთად, ყოველთვის ცდილობენ მასშტაბურად აღიქვან სიტუაცია. არიან მიზანსწრაფულები და ამაყები. ყოველთვის ახერხებენ ადამიანების სიმპათიის დამსახურებას.

მერწყული - პლანეტა ურანი, რომელიც მართავს მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს, ამ ადამიანებს აჯილდოებს ფენომენალური მეხსიერებით, შესანიშნავი ინტუიციით, ნოვატორული ხედვით, ორიგინალური აზროვნებითა და ექსცენტრიკულობით. მერწყულებს გააჩნიათ არასტანდარტული ხედვა ნებისმიერი სიტუაციის. გარდა ამისა, ისინი სავსე არიან იდეებით, რომელთა განხორციელებაც წარმატების რეალური საწინდარია. ისინი ასევე გამოირჩევიან საკუთარი იმიჯითა და შეხედულებებით.