ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე პატიოსანი ადამიანები

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე  პატიოსანი ადამიანები

გვაძლევს, რომ ამა თუ იმ ადამიანის შესახებ მისი დაბადების თარიღიდან გამომდინარე მარტივად შევიქმნათ წარმოდგენა. არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული ასტროლოგია, როგორც კადრებისა და პერსონალის შერჩევის საუკეთესო საშუალება. დიახ, ზუსტად ასტროლოგს შეუძლია გითხრათ, ის თუ რამდენად საიმედო შეიძლება იყოს ესა თუ ის ადამიანი საქმეში. დღეს გვინდა ზუსტად ასეთ მოწესრიგებულ და პატიოსან ადამიანებზე ვისაუბროთ და ერთად გავარკვიოთ, ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებში ვხვდებით ყველაზე ხშირად წესრიგისადმი თანდაყოლილ მიდრეკილებას.

ვერძი - პლანეტა მარსი, რომელიც ვერძებს ფიცხი ხასიათითა და მებრძოლის ბუნებით აჯილდოებს, მათში ასევე განაპირობებს იმ თვისებას, რომ ვერძს, როგორც წესი, ტყუილის თქმა არ შეუძლია. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები, როგორც წესი, მუდამ გამოირჩევიან ბავშვური სიალალითა და გულწრფელობით. ვერძი შეიძლება იყოს უხეში, უტაქტო და მოუთმენელი, თუმცა შინაგანი სისუფთავე და პატიოსნება ამ ადამიანებს ყოველთვის გააჩნიათ.

მშვილდოსანი - იუპიტერი, პლანეტა, რომელიც მშვილდოსნის ზოდიაქოს მართავს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ანიჭებს გასაოცარ დიდსულოვნებას, სულიერების მაღალ დონეს და რაინდულ სულს. იუპიტერიანელ ადამიანს არ ახასიათებს მეწვრილმანეობა, ამიტომ ტიპური მშვილდოსანი წვრილმანებზე არასოდეს გამოგედევნებათ. იგი დიდსულოვანი და გულუხვია. არ შეუძლია გაჭირვებულისთვის გვერდის აქცევა და დაკისრებულ მოვალეობას თუკი ცუდად ასრულებს ყოველთვის გულწრფელად აღიარებს საკუთარ შეცდომებს.

თევზები - ემოციური, გულჩვილი და სენსიტიური თევზები პლანეტა ნეპტუნის მმართველობაში იმყოფებიან. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს განსაკუთრებული ადამიანური თვისებები, გულმოწყალე ხასიათითა და კაცთმოყვარე ბუნება გამოარჩევს სხვებისგან. თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანები უხალისოდ იტყუებიან და თუკი გარემოება მაინც აიძულებთ ამას, ჩადენილს საშინლად განიცდიან ხოლმე.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?