კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 22-28 მაისი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი  22-28 მაისი

კვირა გვიახლოვდება. ამ ყველაფერს კი განაპირობებს ის, რომ მიმდინარე კვირის მანძილზე აქტიური იქნება რამდენიმე ასტროლოგიური მოვლენა. მათ შორის - ახალმთვარეობაც, რომელიც თავის მხრივ განაპირობებს ადამიანებში ემოციური ფონის მატებას, დაუფიქრებელ საქციელს და გაუაზრებელ ქმედებებს. თუმცა, მოდი, მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრობით...

კვირის დასაწყისში მზე დინჯი კუროს ზოდიაქოდან, ანცი და მოუსვენარი ტყუპის ნიშანში გადაინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებით პოზიტიური პერიოდი ეწყებათ ჰაერის ნიშნის ადამიანებს - ტყუპს, მერწყულებსა და სასწორებს. გარდა ამისა, მზე ტყუპში გააქტიურებს ადამიანებში კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის უნარს. მოიმატებს ცნობისმოყვარეობაც. ზოგადად კარგი პერიოდია სხვადასხვა ტიპის შუამავლობისა და ინფორმაციული საქმიანობისთვის. არანაკლებ მომგებიანია პერიოდი სწავლის დასაწყებად ან უკვე არსებული ინტელექტუალური პოტენციალის გამოსამჟღავნებლად. განსაკუთრებით უმართლებთ უახლოესი ერთი თვის მანძილზე ჟურნალისტებს, მკვლევრებს, მწერლებს, ადამიანებს, ვისი საქმიანობაც საგამომცემლო საქმიანობას უკავშირდება. შესანიშნავი პერიოდია სპორტსმენებისთვისაც.

კვირის შუაგული ერთობ დაძაბული იქნება როგორც მოვლენების, ისე ემოციების მხრივ. იმიტომ რომ, ვენერასა და პლუტონის ნეგატიურ ასპექტს, რომელიც თავის მხრივ პირად ურთიერთობებსა და საფინანსო-საგადასახადო სფეროებში შექმნის პრობლემებს, თან დაერთვება ახალმთვარეობაც. რაც თავის მხრივ ადამიანებში გაართულებს ემოციების კონტროლის შესაძლებლობას. ახალმთვარეობას იზრდება ასევე კონფლიქტებისა და გაუგებრობების რიცხვი. შესაძლებელია მარტივად იმოქმედოთ იმპულსურად, რაც საბოლოოდ სანანებელი გაგიხდებათ აუცილებლად. ამიტომ 24-26 მაისის შუალედში აუცილებელია, რომ აკონტროლოთ ემოციები, კონტროლი გაუწიოთ ასევე საკუთარ აზრებსა და გამოთქმებს.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ ნაკლებად წამოიწყოთ კონფლიქტი პირად ურთიერთობებში. ერიდეთ ეჭვიანობას, ეგოიზმსა და საკუთარი პრინციპების დესპოტურ გამოვლინებას. მეტი ლოიალურობა გამოიჩინეთ პარტნიორის მისამართით. ადვილად დაუთმეთ და აპატიეთ მას. ნუ აჰყვებით ჭორებს და ნუ დაკარგავთ მოვლენების ობიექტურად ხედვის უნარს.

კვირის მიწურულს აქტიურდება მერკურისა და ნეპტუნის ასპექტი. რაც იმას ნიშნავს, რომ ცდუნება ვთქვათ ტყუილი (თუნდაც დადებითი მოტივაციით) საკმაოდ დიდი იქნება. თუმცაღა, მეორე მხრივ, ადამიანებში მოიმატებს კრეატიულობის დონე და ფანტაზიის უნარი, რაც თავისთავად ხელისშემწყობი ფაქტორია ისეთ პროფესიებში მომუშავე ხალხისთვის ვისი საქმიანობაც ინფორმაციის წერილობითი ფორმით გადმოცემას ან ფსიქოლოგიას უკავშირდება. ეს კარგი დროა მედიტაციისა და საკუთარ თავთან ჩაღრმავებისთვის. ამიტომ ვიქენდი შეგიძლიათ პასიურ დასვენებას დაუთმოთ. სასურველია, თუკი უქმეებს გაატარებთ მდინარესთან ან წყალთან ახლოს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?