ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები იზიდავენ ფინანსურ წარმატებას და რატომ?

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები იზიდავენ ფინანსურ წარმატებას და რატომ?

რაღა თქმა უნდა, ფულსა და მატერიალურ კეთილდღეობას უკავშირდება. ვიღაცისთვის ფული შესაძლოა იდე-ფიქსიც იყოს, ტანჯვისა და კონფლიქტების წყაროც და ბედნიერების გარანტიც. ყველაფერი კი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ თავად ჩვენ ცხოვრებაში მატერიალურ ასპექტს. ასტროლოგები კი თვლიან, რომ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებაც დიდწილად განაპირობებს იმას გამდიდრდებით თუ არა ოდესმე.

ვერძი - პლანეტა მარსი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, განაპირობებს იმას, რომ ვერძები შესაშური ოპტიმიზმით, სიცოცხლისუნარიანობითა და მომავლის დაუღალავი რწმენით არიან დაჯილდოებულნი. ისინი ასხივებენ ხოლმე თავდაჯერებას, რაც მათკენ არაერთ ინვესტორს და სპონსორს იზიდავს. ვერძები ფულს იოლად და დიდი ენთუზიაზმით გამოიმუშავებენ, თუმცა ასეთივე გულუხვობით ხარჯავენ კიდეც. ამიტომ როგორც წესი, მათ ცხოვრებაში ხშირია ფინანსური აღმასვლები და დაღმასვლები.

ქალწული - უზომოდ მშრომელი, წინდახედული, ეკონომიური და გონიერი ხალხის ზოდიაქოა. ყველა ქალწული საოცარი რაციონალიზმით ეკიდება ფულს და მატერიალურ სახსრებს. ამასთან ისინი საოცრად პრაქტიკულები არიან და შეუძლიათ მცირე ბიუჯეტით დიდი პროექტების ამუშავება. ქალწული ტიპური "ვორკოჰოლიკია", რომელსაც მუშაობა და შრომა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. ეს ადამიანები დაუღალავად ისწრაფვიან ფინანსური კეთილდღეობისკენ, თუმცა მიღწეულით არასოდეს არიან კმაყოფილი და ყოველთვის ცდილობენ უფრო და უფრო მეტი სივრცე დაიკავონ პროფესიული საქმიანობის კუთხით. რაც თავისთავად კარგ შემოსავლებს უდრის.

მერწყული - ალტრუისტი, მეცენატი, საოცრად მეგობრული და მომავლის ხედვის მქონე ზოდიაქოს ნიშანია. მერწყულებს გასაოცარი ინტუიცია და წინასწარხედვის ნიჭი აქვთ, ამიტომ მათი უმეტესობა წარმატებით აბანდებს ფულს ნებისმიერი სახის ინოვაციურ პროექტებში, რომელიც სამომავლოდ მათ კოლოსალურ მოგებას და სიმდიდრეს ჰპირდება. ისინი არ არიან ძუნწები, თუმცა ფულის უმისამართოდ ფლანგვისკენაც არ ახასიათებთ მიდრეკილება. სიამოვნებით რისკავენ და გონივრულად ახერხებენ ინოვაციური ტექნოლოგიების საკუთარი მატერიალური დოვლათის გასაზრდელად გამოყენებას.