ოჯახური სიმყუდროვის მოყვარული ზოდიაქოს სამი ნიშანი

ოჯახური სიმყუდროვის მოყვარული ზოდიაქოს სამი ნიშანი

ვისაც საკუთარი ოჯახი, სახლი, ფესვები არ უყვარს და არ აფასებს. თუმცა, ისეთი ადამიანებიც არსებობენ, ვისთვისაც ოჯახი ხშირად ციხეა ბავშვობის წლებიდან და ამ შემთხვევაში ყველაფრის თავი და თავი მშობლების ნეგატიური გავლენაა. თუმცა, ასევე არის ხალხი, ვისაც სახლში ყოფნას გარე-გარე ხეტიალი, მოგზაურობა და თავგადასავლები ურჩევნია. დღეს კი გვინდა, სამი "შინაურული" ზოდიაქოს ნიშნის შესახებ ვისაუბროთ. ანუ იმ ხალხზე, ვისთვისაც საკუთარი სახლი საკუთარ ციხესიმაგრეს წარმოადგენს და რუდუნებით უფრთხილდება მას.

კურო - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ზოგადად უყვართ სტაბილურობა ყველგან და ყველაფერში. მით უმეტეს, როცა საქმე სახლს და ოჯახს ეხება. კუროს არ უყვარს ცვლილებები, ძნელად ადაპტირებს მოულოდნელი ცხოვრებისეული "სიურპრიზების" დროს და ყველაზე მეტად ვერ იტანს შეჩვეული ადგილის ცვლას. ამ ზოდიაქოს ნიშნის ხალხი ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებს საკუთარ სახლს. ხშირად ამას წლებიც შეიძლება შეალიონ, სამაგიეროდ, საბოლოო ჯამში კუროს სახლი ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და მყუდრო იქნება.

კირჩხიბი - კირჩხიბს მთვარე მართავს, რაც თავის მხრივ დედობრივ ფუნქციებს შეესაბამება. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ხალხს უყვარს სხვებზე ზრუნვა, მოფერება და დაპურება. კირჩხიბის იდეალი დიდი სახლია, დიდი ოჯახით, ფართომასშტაბიანი წვეულებებითა და რიტუალური საოჯახო სადილებით. კირჩხიბები ძალიან უბედურები არიან, თუკი არ აქვთ საკუთარი ჭერი თავზე და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მალე აღმოფხვრან ცხოვრებიდან. როგორც წესი, მათ მოსწონთ ცხოვრება წყალთან. ამიტომ ზღვისპირას ან მდინარის/ტბის სანაპიროზე სახლი კირჩხიბისთვის იდეალურია.

თხის რქა - თხის რქას სატურნი მართავს, რომელიც თავის მხრივ დროზეა პასუხისმგებელი. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები გასაოცარი მონდომებით უფრთხილდებიან დანატოვარ უძრავ ქონებას. თხის რქას უყვარს წინაპრები, პატივს სცემს და ამაყობს ტრადიციებით. ამიტომ ძალზე ხშირად იგი ბებია-ბაბუის ან დედმამის დანატოვარ სახლში ცხოვრებას ამჯობინებს ულტრათანამედროვე აპარტამენტებში გადაბარგებას. როგორც წესი, თხის რქას საკუთარი სახლის ქონა და მთაგორიან ადგილებში დასახულება ურჩევნია. ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია ასევე საცხოვრებლის დაცულობა და ხშირად შეხვდებით მათ საცხოვრებელზე დიდ გალავანს ან მკაცრ რკინის კარებს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?