იჩქარეთ დაქორწინდეთ, გაარემონტოთ სახლი ან შეიძინოთ ახალი მეგობრები - ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

იჩქარეთ დაქორწინდეთ, გაარემონტოთ სახლი ან შეიძინოთ ახალი მეგობრები -  ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ადამიანთა ცხოვრებაში განვითარებულ მოვლენებზეც აისახება ეს ყველაფერი. თუმცა, პლანეტარული განლაგება არამხოლოდ ჩვენს ბედ-იღბალს, მსოფლიო მოვლენებსა და ეკონომიკაზეც მნიშვნელოვნად მოახდენს გავლენას. მოკლედ, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ივნისი ცვლილებების თქვეა მეტ-ნაკლებად ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის. 4 ივნისიდან მარსის ინგრესია კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში, ადამიანებს უბიძგებს ფარული აგრესიისა და შემოვლითი ქმედებებისკენ. წინა პლანზე წამოიწევს პატრიოტული თემატიკა, თუმცა არც რელიგიური და ეთნიკური ფანატიზმის გამოვლინებისგან ვიქნებით დაზღვეული. აქტიურდება უძრავი ქონების შეძენა-რემონტისა და გაფართოვების თემაც. მიმდინარე თვე ბევრი ჩვენგანისთვის შეიძლება იყოს ნაყოფიერი საბინაო საკითხების მოგვარების კუთხით.

6 ივნისს ვენერა ცეცხლოვანი ვერძიდან, გაწონაწორებულ და პრაქტიკულ კუროს ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოესი ერთი თვის მანძილზე სასიყვარულო და პარტნიორულ კავშირებში მეტ პრაგმატიზმს, ჰარმონიას, ურთიერთგაგებას უნდა ველოდეთ. ვენერას ტრანზიტი კუროში აძლიერებს ფინანსური ოპერაციების წარმატების შანსებს. არანაკლებ გაზრდის ამგვარი პლანეტარული განლაგება ხელფასის მატების და ახალი ფინანსური წყაროს მოზიდვის შანსს ბევრი ადამიანის ცხოვრებაში. პარტნიორულ ურთიერთობებში გააქტიურდება სიყვარულის ქმედითად, საქმითა და საჩუქრებით დამტკიცების ტენდენცია. ამიტომ უახლოესი ერთი თვის მანძილზე საკუთარი გრძნობები აუცილებელია, რომ მატერიალური ჟესტებითაც გაამყაროთ.

7 ივნისს მერკური მისთვის მშობლიურ ტყუპის ზოდიაქოს მიაშურებს. რაც იმას ნიშნავს, რომ გაიოლდება კომუნიკაცია, სწრაფი და ოპერატიული გახდება ინფორმაციის მიღება-გაცვლა. წარმატებით მიმდინარეობს სწავლისა და განათლების პროცესი. განახლდება და გააქტიურდება წინა პერიოდში დროებით შეჩერებული და "დაკონსერვებული" პროექტები.

ივნისის ბოლოს მერკური, მზესთან ერთად უკვე ტყუპის ზოდიაქოდან კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ალიანსი აქ მზესთან და მარსთან კომბინაციაში წინ წამოსწევს კირჩხიბის ნიშნით დაბადებული ადამიანების ცხოვრებაში აქტიური და დინამიკური პერიოდის დაწყების შანსებს. საზოგადოებაში კი გააქტიურდება ისეთი საკითხები როგორიცაა ოჯახთან და ნათესავებთან ურთიერთობა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის და უძრავი ქონების შეძენა-რემონტის თემატიკას.

აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ ივნისის დასაწყისში პლანეტა იუპიტერი დირექტიული (სწორადმავალი) ხდება. რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ბევრი, მასშტაბური და აქამდე შეფერხებით მიმავალი პროექტების გააქტიურებს. იუპიტერის გავლენა ნებისმიერ საქმიან თუ საგანმანათლებლო პროცესზე იმოქმედებს დადებითად. მათ შორის შეეხება პირად ურთიერთობებსაც. რაც თავის მხრივ გაზრდის ქორწინების პოტენციურ ალბათობას ბევრი წყვილის შემთხვევაში.

განსაკუთრებით პოზიტიური დღეებია - 2, 3, 8, 9, 13, 20 ივნისი.

შედარებით ნეგატიური იქნება - 5, 15, 18, 25, 27, 28, 30 ივნისი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?