9 ივნისს უნიკალური სავსემთვარობა საშუალებას მოგცემთ ნებისმიერ ჩანაფიქრს შეასხათ ფრთები

9 ივნისს უნიკალური სავსემთვარობა საშუალებას მოგცემთ ნებისმიერ ჩანაფიქრს შეასხათ ფრთები

იმის შესახებ, რომ მთვარეს ფაზების ცვალებადობა ახასიათებს. რაც თავის მხრივ ადამიანებზე, მოვლენებზე და ანერგეტიკაზე აისახება. ასე მაგალითად ხვალ სავსემთვარეობაა მშვილდოსნის ♐ ზოდიაქოს ნიშანში. ამიტომ ტყუპმა ♊ ქალწულებმა ♍ თევზებმა ♓ მაქსიმალურად უნდა აკონტროლონ ემოციები.

დანარჩენები კი განურჩევლად ზოდიაქოს ნიშნისა ერიდეთ სხვისთვის ჭკუის სწავლებას, გადამეტებულ დემაგოგიას, სხვისი ოცნებებისა და მიზნების, ფასეულობების დაცინვა/გაკრიტიკებას. იყავით გულუხვი, ნუ დაწვრილმანდებით, პირიქით - მასშტაბურად შეხედეთ პრობლემებს, დაისახეთ მიზნები, იოცნებეთ (ნუ დაგავიწყდებათ, რომ მშვილოდსანს იუპიტერი მართავს - წარმატებებისა და ოცნებების ახდენის პლანეტა) ამიტომ ამ სავსემთვარეობისას ჩაფიქრებული სურვილი გაცილებით უფრო დიდი სისწრაფით ახდება. დაფიქრდით, გაანალიზეთ თქვენი სამომავლო გეგმები. აღმოაჩინეთ რა არის თქვენი იდეალი, თქვენი ოცნება, რის ახდენას ისურვებდით უახლოესი პერიოდი მანძილზე?

განსაკუთრებით კარგია თუკი თქვენი გეგმები მოგზაურობას, სწავლას, ზოგადად მენტალურ და სულიერ განვითარებას უკავშირდება. დაურეკეთ მეგობრებს, მოახდინეთ ძველ მეგობრებთან შეხვედრის ორგანიზება. აპატიეთ თუ ვინმესთან წყენა/გაუგებრობა გქონდათ უახლოეს წარსულში. იყავით სულგრძელი და მიმტევებელი როგორც ჭეშმარიტი მშვილდოსანი. და რაღა თქმა უნდა აკონტროლეთ ორი რამ, რაც სავსემთვარეობისას ყველაზე აქტუალურია - მადა და ემოციები. მადა მით უმეტეს, იმიტომ რომ მშვილდოსანი ყველაზე გურმანი და "ღირმუცელა" ნიშანია...

გამომდინარე იქიდან, რომ სავსემთვარეობა ამ ეტაპზე შავი მთვარის მდებარეობას ემთხვევა, ენერგეტიკა, რომელიც კოსმოსიდან ისეც მოჭარბებულად მოდის მთვარის გავსების ფაზაში, გაათმაგებული და ერთობ საშიშიც იქნება. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილით შეარჩიეთ საკუთარი სურვილები. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ოცნებები სხვისი ტკივილისა და დანაკარგის ხარჯზე არ უნდა ხდებოდნენ. ინატრეთ პოზიტიურად, გაითვალისწინეთ ყველა დეტალი, მოერგეთ საკუთარ სურვილებს და სამყარო მოკლე პერიოდის მანძილზე საოცარი სისწრაფით შეასხამს ფრთებს თქვენს კეთილ და პოზიტიურ ნებისმიერ ჩანაფიქრს.

ბედნიერ ხვალინდელ დღეს, სიმშვიდეს და ბევრ ღიმილს გისურვებთ! Innocent

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?