კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 12-18 ივნისი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 12-18 ივნისი

კვირაა. მით უმეტეს მათთვის, ვინც გასული კვირის მიწურულს სავსემთვარეობა მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში მშვიდად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე "გადააგორა". თუმცაღა, რაკი კვირის დასაწყისში მერკურისა და იუპიტერის ასპექტი ფიქსირდება ცაზე სასურველია, მაინც ვერიდოთ ამაო დაპირებებსა და მშვილდოსნისთვის დამახასიათებელ უდარდელობას საკუთარ თავზე პასუხისმგებლობების აღების ამბავში.

რაღა თქმა უნდა, გრანდიოზული გეგმების დასახვას არავინ გიშლით - უბრალოდ, გაცილებით უფრო გონივრული იქნება, თუკი თქვენს ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე გენიალურ ჩანაფიქრს ჯერჯერობით საიდუმლოდ შეინახავთ.

მით უმეტეს, რომ 14-15 ივნისის პერიოდში ინტრიგების, კორპორატიული დაპირისპირებებისა და სამსახურებრივი გაუგებრობების ალბათობა ერთი ორად მატულობს. ეს ის დღეებია, როცა მაქსიმალურად უნდა აკონტროლოთ რას ამბობთ, როგორ ამბობთ... მოკლედ, სრულად უნდა აგოთ პასუხის საკუთარ სიტყვებსა და ინფორმაციაზე, რომელსაც გასცემთ. იმიტომ რომ, ამ პერიოდში, ცაზე ნეგატიური პლანეტარული განლაგების გამო უმცირესი უზუსტობაც არ გეპატიებათ. მით უმეტეს, თუკი თქვენი საქმე უშუალო კავშირშია საბუთებთან და ინფორმაციის გაცემასთან.

15 ივნისს მზისა და სატურნის "დაპირისპირება" ცაზე - ადამიანებში ზემდგომების მიმართ დაუმორჩილებლობის მოთხოვნილებას გაზრდის. ადამიანებში მოიმატებს ჯიბრიანობა და საკუთარი ინტერესების ძალისმიერი ან ფრიად უხეში, ხისტი მეთოდებით გატანის ტენდენცია. ამ დღეს ისე როგორც არასდროს აუცილებელია ზემდგომებთან კონსესუსი, ასევე მეტი კომპრომისი უშუალო ხელქვეითებთან და მაქსიმალური კანონმორჩილება ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებისას. არ არის გამორიცხული, რომ ამ დღეს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის დამზადებაც გაჯანჯლდეს აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზით. ასე რომ მაქსიმალური სიმშვიდე და ყურადღება მოგეთხოვებათ.

16 ივნისს პლანეტა ნეპტუნი რეტროგრადული (უკანმავალი) ხდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს შორის და სამყაროში ქაოსი და ბუნდოვანება მოიმატებს. ასეთ პერიოდში პოლიტიკურად აქტიური ხდება რელიგიური თუ ნაციონალური ფანატიზმი. იზრდება ინტრიგებისა და ფარული დაპირისპირებების ალბათობა. არ არის გამორიცხული პრობლემები და შეფერხებები ჰქონდეს ისეთი სფეროს წარმომადგენლებს ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია ფსიქოლოგიასთან, მუსიკასთან ან ხელოვნებასთან . თუმცა, აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ სამყაროში არ არსებობს ცუდი მოვლენა, მაკომპენსირებელი დადებითი მხარის გარეშე. შესაბამისად, ნეპტუნის რეტროგრადულობა ძველ, რაიმე მიზეზით დაკონსერვებულ შემოქმედებით ან პოლიტიკურ პროექტებსაც მისცემს "მეორე სიცოცხლის" საშუალებას. გამორიცხული არ არის იმავე პროცესები პოლიტიკაშიც ვიხილოთ ინტენსიურად.

მით უმეტეს, რომ კვირის ბოლოს მზისა და უნარის დადებითი ასპექტის ხარჯზე ადამიანებს რეალურად მიეცემათ საშუალება, ნებისმიერი ტიპის ორიგინალურ იდეას შეასხან ფრთები. განსაკუთრებით კი ისეთი სახის პროექტებს, რომელიც ჯგუფურ საქმიანობას ან მეგობრებთან ერთად განხორციელებულ აქტივობას გულისხმობს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?