ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანთან ერთად გაატარებთ დაუვიწყარ დასვენების დღეებს და შვებულებას
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანთან ერთად გაატარებთ დაუვიწყარ დასვენების დღეებს და შვებულებას
ზაფხული მოდის, შვებულების სეზონიც შესაბამისად მოგვადგა კარს და ალბათ უპრიანი იქნება, უკვე არჩევდეთ საშვებულებოდ "თანამეინახეებს". ჰოდა, იცოდით, რომ არსებობს გარკვეული ასტროლოგიური მითითებები იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნები ეთავსებიან საუკეთესოდ ერთმანეთს მოგზაურობასა და გართობაში? თუ არა, მაშინ ეს სტატია სათქვენოა.

ვერძი იდეალურად ახერხებს დასვენებასა და მოგზაურობას მშვილდოსანთან ან მერწყულთან ერთად. მათ ყოველთვის აქვთ სასაუბრო თემა და სამივე პასიურ დასვენებას აქტიურ რიტმს ამჯობინებს. სასურველია, მათ მთიან ადგილებს მიაშურონ.

კურო იდეალურად მოახერხებს განტვირთვას ქალწულისა და სასწორის კომპანიაში. ჩაის სმა საღამოობით, საუბრები წვრილმან-მსხვილმან საჭირბოროტო საკითხებზე, ჯანსაღ კვებასა და მოდაზე.

ტყუპი არაჩვეულებრივ დროს გაატარებს მორიელთან და ლომთან ერთად. ამგვარი ვიქენდის დროს იგი არაერთ საკითხზე დაფიქრდება სიღრმისეულად და ბოლომდე გაიაზრებს მათ.

კირჩხიბი სულიერად დაისვენებს, თუკი ვიქენდს კუროსა და თევზების გარემოცვაში დაგეგმავს. მათ საშუალება ექნებათ სხვადასხვა სახის გემრიელობები მოამზადონ და დააგემოვნონ ერთად, თან ერთმანეთს კულინარიული აღმოჩენებიც გაუზიარონ.

ლომს ყველაზე დიდ სიამოვნებას მიანიჭებს მერწყულთან და მშვილდოსანთან გატარებული ვიქენდი. საღამო სასურველია რომელიმე ღამის კლუბში დაგეგმოთ, სადაც დილამდე იმხიარულებთ.

ქალწულისთვის იდეალურია ვიქენდი თხის რქისა და სასწორის გარემოცვაში. მათ საშუალება ექნებათ ერთმანეთს ინტელექტუალურ პაექრობაში გაეჯიბრონ.

სასწორი თავს ბედნიერად იგრძნობს თუკი ვიქენდზე თევზებთან და ლომთან ერთად მოინახულებს თეატრს, საგამოფენო დარბაზს ან კინოთეატრს.

მორიელი კი იდეალურად გაატარებს ვიქენდს მშვილდოსნისა და ვერძის გარემოცვაში, რომელიმე სამთო კურორტზე, ექსტრემალური სპორტის სახეობის დატესტვის პროცესში.

მშვილდოსნის იდეალური ვიქენდი შეიძლება მერწყულისა და ტყუპის გარემოცვაში შედგეს. გოლფ-კლუბიც იდეალურია ამ მხრივ.

თხის რქა რელაქსაციას მშვენივრად მოახერხებს ქალწულისა და მორიელის გარემოცვაში. მას საშუალება ექნება მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე მსჯელობით იჯეროს გული.

მერწყულს
იდეალური ვიქენდი გამოუვა ვერძისა და სასწორის გარემოცვაში. მათ საშუალება ექნებათ კინოჩვენება მოაწყონ პოპკორნის თანხლებით.

თევზებისთვის კი საუკეთესო უქმეები მორიელისა და ქალწულის გარემოცვაში შეიძლება დაიგეგმოს. ამ ორის კომპანია საშუალებას მისცემს თევზს ვიქენდი ფსიქოანალიზის სეანსებს შეუთავსოს წარმატებით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშანი
სხვა სიახლეები
ზოდიაქოს სამი ყველაზე  ჰუმანური და  ბედნიერი ნიშანი
ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშანი
ასევე დაგაინტერესებთ