Top სამი ოტელოსავით ეჭვიანი ქმარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
Top სამი ოტელოსავით ეჭვიანი ქმარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ამბობენ, რომ ეჭვიანობა დიდი სიყვარულის თანდევი და განუყოფელია ნაწილია. თუმცა ეჭვიანობასაც გააჩნია ზომა და ფორმა. არსებობს ხალხი, რომელიც თავისი ბუნებით არის უზომოდ ეჭვიანი და მისი ეჭვიანობა ხშირად პარანოიაშიც კი გადაიზრდება. ასტროლოგები თვლიან, რომ ამ მხრივ „ოტელოსავით ეჭვიანია“ მამაკაცების სამეულიც კი არსებობს ზოდიაქოს ნიშნებს შორის..

ლომი – მისი ეჭვიანობა სიამაყის მაღალ კოეფიციენტს და გამოკვეთილ თავმოყვარეობას ეფუძნება. ლომს გულის სიღრმეში ღალატზე ფიქრიც კი ზარავს. იგი ამ ფაქტს უბრალოდ წარმოსახვაშიც არ დაუშვებს, თუმცა სწორედ ეს შიში აიძულებს მას საყვარელ ადამიანს ზუსტი ანგარიში მოსთხოვოს რატომ დაიკარგა მთელი საათით, როცა თქვა, რომ სულ რაღაც 45 წუთი გრძელდებოდა საქმიანი შეხვედრა. ვითომ არაფერი, მაგრამ აი, ის 15 წუთი ხიჭვივით რომ ესობა გულზე და რა ქნას ჯუნგლების მბრძანებელმა? დიახ, ლომი საოცრად ეჭვიანია, თუმცა თავად ამ გრძნობის აშკარად გამოხატვას ყოველთვის გაურბის და ერიდება. მით უმეტეს სახალხოდ. ღრიალი იცოცხლე ნებისმიერს უყვარს და გამოსდის ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ვისაც ჰქვია, მაგრამ იმიჯი და რეპუტაცია ეს ის თემაა, რომელსაც არც ერთი თავმოყვარე ლომი არ გადაახტება თავზე, თუნდაც ყველაზე მძაფრი ეჭვიანობის გამო.

მორიელი – მას შეუძლია საყვარელ ადამიანს, იმაზე დიდი ხნით ადრე დაუწყოს დევნა და თვალთვალი, სანამ ეს უკანასკნელი მორიელი მამრის არსებობას აღმოაჩენს ჰორიზონტზე. მორიელი ყოველთვის თავად ირჩევს მსხვერპლს, დიახ, დიახ, არ მოგესმათ – მსხვერპლს! ქალი მორიელის ხელში ყოველთვის მსხვერპლია, რომელსაც აქვს ორი გზა ან დამორჩილდეს მას ნებაყოფლობით ან ეჭვიანობის მძაფრ ცეცხლში დაწვა მიესაჯოს. მორიელი ყველასა და ყველაფერზე ეჭვიანობისკენაა მიდრეკილი. იგი არამხოლოდ საყვარელი ქალის ფარულ თაყვანისმცემლებზე (აშკარას ვინ გაბედავს, თუ ორი თავი არ აქვს) ეჭვიანობს, არამედ ამ უკანასკნელის პროფესიული საქმიანობა, დაქალები და ოჯახის წევრებიც კი აღიზიანებს ხან. იმიტომ რომ, ისინი საყვარელ არსებასთან გასატარებელ წუთებს ისაკუთრებენ და ართმევენ მას.

მშვილდოსანი – ალბათ გიკვრით რატომ მოხვდა ერთი შეხედვით თავისუფლებისმოყვარე, ლიბერალური და თავად არცთუ მაინცდამაინც დიდი ერთგულების უნარით სახელგანთქმული მშვილდოსანი ეჭვიანი მამრების სიაში. ახლავე აგიხსნით სიტუაციის არსს – საქმე იმაშია, რომ მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულ მამაკაცებში ეჭვიანობის მძაფრი შემოტევები, ერთობ არაორდინალურად ვლინდება. იგი ეჭვიანობას მაშინ იწყებს, როცა ურთიერთობა დამთავრებულია და მას "ყოფილის" სტატუსი აქვს მკაცრად გარანტირებული. ნებისმიერი ჭკუათმყოფელი მამრი ასეთ დროს გვერდზე გადგომას და ახალი ინტერესის ობიექტის მონახვას არჩევს ალბათ, მით უმეტეს, როცა მისი ერთ დროს საყვარელი ქალი სულაც არ იტანჯება მარტოობით და ახალი მეწყვილეც ჰყავს ნაპოვნი.; მაგრამ მშვილდოსანი რისი მშვილდოსანია, თუკი ძნელად "მოსაჩანგლ" და რთულ სამიზნეებს არ მოებღაუჭა. ასე რომ იგი მონდომებით იწყებს ისრების ლესვას, მხოლოდ მაშინ, როცა "ყოფილის" სტატუსი მიეკერება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშანი
ქართულ რეალობაში სულ ახალი დამკვიდრებული
სხვა სიახლეები
ზოდიაქოს სამი ყველაზე  ჰუმანური და  ბედნიერი ნიშანი
ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშანი
ასევე დაგაინტერესებთ