რისი ნიჭი დაანათლა კოსმოსმა თქვენს შვილს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე
 რისი ნიჭი დაანათლა კოსმოსმა თქვენს შვილს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე
ჩვენი შვილები, ამქვეყნად მოვლინების წამიდან უნიკალურ ინდივიდებად ყალიბდებიან. ამიტომ თითოეულ მათგანს, კონკრეტულად მისთვის განკუთვნილი ცხოვრების გზა და შესაძლებლობები გააჩნია. თუმცა, როცა საქმე მომავალი პროფესიის არჩევანზე მიდგება, მშობლებს ურჩევნიათ, ბავშვობის ასაკიდანვე აღმოაჩინონ საკუთარ შვილში ის, თუ რომელი სფეროს მიმართ ექნება მას ინტერესი და რა მიმართულებით აჯობებს მიმართონ მისი შესაძლებლობები. ზოდიაქოს ნიშანი ამ მხრივ ძალიან გაგიმარტივებთ საქმეს.


ვერძი - ამ ნიშნით დაბადებულ ბავშვებს შემოქმედებითი ნიჭი გააჩნიათ. ხატვა, მუსიკა, თეატრი, კინო – მათი სფეროა. ბიჭუნები სპორტულ სარბიელზე გამოიჩენენ თავს. გოგონა შესაძლოა ჟურნალისტიკითაც დაინტერესდეს.

კურო - პატარა კუროებს ძერწვა, არქიტექტურა და დიზაინი იზიდავთ. მათ დიდ ნაწილს სიამოვნებას ანიჭებს ყვავილების მოვლა და შესაძლოა, მისგან კარგი ფლორისტი დადგეს. მათემატიკური უნარების შესანიშნავად ფლობის გამო პატარა კურო ხშირად ბიზნესმენობაზე ან ბანკირობაზეც ოცნებობს. თქვენ წარმოიდგინეთ, არცთუ უსაფუძვლოდ.

ტყუპები - ტყუპ ბავშვს გამუდმებით გააჩნია ორი, სამი ან მეტი გასართობი. შესაბამისად, სამომავლოდ მან შეიძლება ორ პროფესიასაც მიუძღვნას თავი ერთმანეთის პარალელურად. საუკეთესო საქმიანობად შესაძლოა მისთვის ნებისმიერი "მოლაპარაკე" პროფესია იქცეს. მაგ. ჟურნალისტიკა, სარეკლამო სფერო, პიარი ან მარკეტინგი.

კირჩხიბი - პატარა კირჩხიბები უზომოდ ემოციურები არიან. მათ ძალიან უჭირთ საკუთარი შესაძლებლობების ფართო მასების წინაშე დემონსტრირება და ურჩევნიათ ახლო ოჯახურ წრეში გაიხსნან. ამიტომ კირჩხიბისთვის საუკეთესო პროფესია სამომავლოდ შესაძლოა პედაგოგიკა და ზოგადად, ბავშვებთან ურთიერთობა იყოს. კიბო დამგროვებელი და სიძველეების მოყვარული ნიშანია, შესაბამისად ისინი კარგი ბანკირები და ისტორიკოსებიც გამოდიან.

ლომი - პატარა ლომს ლიდერული თვისებები დაბადებიდან ეტყობა. ამ ბავშვებს კარგი სამსახიობო ან სასიმღერო მონაცემები გააჩნიათ. მათგან შესანიშნავი ორატორები გამოდიან. შესაბამისად, თქვენმა შვილმა შესაძლოა თავი სამომავლოდ პოლიტიკაშიც გამოიჩინოს. თუ გოგონაა, გამორიცხული არ არის, მოდის სფეროთი დაინტერესდეს.

ქალწული - ქალწულის მთავარი თვისება დაკვირვებულობა და მზრუნველობაა. ამიტომ თქვენ შვილს სამომავლოდ მარტივად წარმოიდგენთ ექიმის ამპლუაში თუ მის სახასიათო შტრიხებს კარგად დააკვრიდებით. თუმცა, გარდა სამედიცინო განხრისა, იგი შესაძლოა, კარგი არქიტექტორიც გახდეს.

სასწორი
- სასწორები ბუნებითა და მოწოდებით ხელოვანები არიან. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუკი თქვენს პატარას გული ცეკვის, მუსიკისა და ხატვისკენ მიუწევს. მისგან შესაძლოა ასევე შესანიშნავი იურისტი ან დიზაინერიც დადგეს.

მორიელი - პატარა მორიელს ყოველთვის აინტერესებს ის სფეროები, რაც დაფარული, იდუმალებით მოცული და რთულია. გასაკვირი არ არის იგი ხშირად პოლიციელობანასაც თამაშობდეს. რის ხარჯზეც დიდობაში მისგან არცთუ ურიგო კრიმინალისტი ან სამართალდამცავი გაიზრდება. თუ გოგონაა, შესაძლოა პროფესია ფსიქოლოგობა აირჩიოს, იმიტომ რომ, ადამიანთა სულის სიღრმეების კვლევა მორიელის კიდევ ერთი საყვარელი "გასართობია".

მშვილდოსანი - პატარა მშვილდოსნებს მოუსვენარი და ხიფათიანი ხასიათი აქვთ. ისინი ხშირად ინტერესდებიან ცხოველების მოვლით და სპორტით. ამიტომ სამომავლოდ მისგან რომ კარგი კინოლოგი ან ტანმოვაჯიშე დადგეს სავსებით შესაძლებელია. თუ გოგონაა შესაძლოა სარეკლამო საქმემ გაიტაცოს.

თხის რქა - ის ერთადერთია ალბათ დანარჩენ ბავშვებს შორის, რომელსაც ბავშვობის ასაკიდანვე აქვს დასახული მიზნად, თუ ვინ უნდა რომ გამოვიდეს. თხის რქები საოცნებო პროფესიად ბანკირობას ან პოლიტიკოსობას ირჩევენ. თუ თქვენი შვილი გოგონაა შესაძლოა, მას ოცნებად იურისტობა ჰქონდეს გადაქცეული.

მერწყული - ცვალებადი, ნოვატორი და თავისებური ბავშვია. მას მრავალმხრივი ნიჭი აქვს. თუმცა ყველაზე უკეთ საკუთარ თავს ინტერნეტის ან უახლესი ტექნოლოგიების სფეროში იპოვის. ალბათ უკვე მრავალგზის დაშლილ-აწყობილი ექნება სახლში კომპიუტერი, უთო, მაცივარი და ა.შ. აღარაფერს ვამბობ სათამაშოებზე.

თევზები - გამოკვეთილად შემოქმედებითი, მეოცნებე და უზომოდ ემოციური ბავშვია. მისი ილუზორული ბუნება საუკეთესოდ ვლინდება თეატრალურ ან სამწერლო სარბიელზე. ამიტომ ბავშვობაში ნაცვლად იმისა, რომ ნაირ-ნაირი ტყუილის გამოგონებისთვის დასაჯოთ, ხელში სუფთა ფურცელი და კალამი მიეცით და სთხოვეთ, წარმოსახვას გასაქანი მისცეს მოთხრობების წერის სახით. მერწმუნეთ, მისგან საკმაოდ კარგი მწერალი დადგება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშანი
სხვა სიახლეები
ზოდიაქოს სამი ყველაზე  ჰუმანური და  ბედნიერი ნიშანი
ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშანი
ასევე დაგაინტერესებთ